Search

Updated: May 28

როგორ ხდება გარე სამყაროდან ინფორმაციის მიღება? როგორ გადაამუშავებს და ინახავს ადამიანის გონება მიღებულ ინფორმაციას? როგორ ხდება პრობლემების გადაჭრა და რა გავლენას ახდენს ეს ინფორმაცია ქცევაზე?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნება, თუ არ ვისაუბრებთ ძირითად ფსიქიკურ პროცესებზე. სინამდვილეში გამოყოფენ ფსიქიკურ პროცესებს: თვისებებს, ფსიქიკურ მდგომარეობებს და ქცევებს.

ფსიქიკური პროცესები წარმოადგენს კოგნიტურ პროცესებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ობიექტური სინამდვილის ფსიქიკაში ასახვა, კერძოდ

ინფორმაციის მიღება გადამუშავება ცოდნად გარდაქმნა გამოყენება.

ეს პროცესებია: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, წარმოდგენა, მეხსიერება, აზროვნება მეტყველება და პრობლემის გადაწყვეტა.

ხშირად მათ შემეცნებით პროცესებსაც უწოდებენ.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ხშირად განასხვავებენ კოგნიტური პროცესების 2 დონეს: სენსორულ-პერცეპტულს და მაღალი რანგის კოგნიტურს. სენსორულ-პერცეპტულ დონეში ერთიანდება შეგრძნება, აღქმა და ყურადღება,წარმოდგენა. ხოლო კოგნიტურში - მეხსიერება, მეტყველება , აზროვნება და ინტელექტი. თუმცა კოგნიტური პროცესების ამგვარი დაყოფა ძალიან ხელოვნურად მიიჩნევა, რადგან რეალურად ამ პროცესების ურთიერთმოქმედება ძალიან რთულ და მრავალფეროვან სქემას ექვემდებარება.

ფსიქიკურ პროცესებზე საუბარი შემეცნების სენსორულპერცეპტული დონით - შეგრძნებით უნდა დავიწყოთ, რადგან ეს ჩვენი ინფორმაციის შემოსვლის სწორედ საწყისი ეტაპია.

რა არის შეგრძნება?

,,კლასიკური განმარტებით შეგრძნება ფსიქიკური პროცესია, რომლის მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმი ღებულობს ინფორმაციას გარე სიანმდვილისა და საკუთარი სხეულის მდგომარეობის შესახებ.(კაკიაშვილი მ. კოგნიტური ფსიქოლოგია გვ. 28)

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთობა სენსორიკიდან იწყება. სწორედ შეგრძნებას ეფუძნება პირველადი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი ფსიქიკისთვის.

შეგრძნების აღმოცენებისთვის გაგვაჩნია გრძნობის ორგანოები, რომლებიც შედგება რეცეპტორებისგან. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ მხედველობის, სმენის,ყნოსვის, გემოსა და სხვა გრძნობის მოდალობებს.

საინტერესოა შეგრძნების აღმოცენების თანმიმდევრობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ შეგრძება აღმოცენდება ჩვენს გარეთ არსებული ფიზიკური გარემოდან, საიდანაც ჩვენში შემოდის გამღიზიანებლის სახით და ინფორმაციას აწვდის ნერვულ დაბოლოებებს - რეცეპტორებს, ამ დროს რეცეპტორი იწყებს აღგზნებას/რეაგირებას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარემოდან წამოსულ სიგნალს გააჩნია სიძლიერე და დროით-სივრცითი აღქმა.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა- თუ როგორ ახერხებს ჩვენი ორგანიზმი გაფილტროს გარემოდან შემოსული გამღიზიანებელი, რადგან თუ ჩვენ ყველაფერზე რეაქცია გვექნება ჩვენი ფსიქიკა დაირღვევა, გადაიწვება.

გარემოში, რა თქმა უნდა, ბევრი გამღიზიანებელი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი არ იწვევს შეგრძნებას. ამიტომ საინტერესოა რა არის ის , რითიც რეგულირდება ჩვენი რეაქცია.

ამის გასაგებად მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ისეთი ცნება როგორიც არის ზღურბლი- ეს არის ზღვარი მაღალი და დაბალი ინტენსივობის რეცეპტორების გასარჩევად. არსებობს ზღურბლქვედა და ზღურბლზედა გამღიზიანებლები.

ზღურბლქვედა - გამღიზიანებელის ის მინიმალური ინტენსივობაა , რომელიც იწვევს უსუსტეს შეგრძნებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგრძნებას გააჩნია ინტენსივობა. მაგალითად საათის წიკწიკი ოთახში ძირითად შემთხვევებში ძალიან დაბალი ინტენსივობისაა და ძალიან მცირე შეგრძნებას გამოიწვევს.ასევე მტვრის ნაწილაკები რომელიც ჩვენს სხეულს ეხება. იმისთვის რომ შევიგრძნოთ შეხება ან აღიგზნოს ჩვენი რეცეპტორები (მხედველობის, ყნოსვის და სხვ.) საჭიროა მისმა ინტენსიობამ მიაღწიოს გარკვეულ დონეს.

ყოველი სახის შეგრძნებას თავისი ზღურბლი გააჩნია.

როგორც უკვე ვახსენეთ არსებობს ზედა ზღურბლი, ეს გამღიზიანებლის ის მაქსიმულური ინტენსიობაა, რომლის შემდეგი ზრდა აღარ იწვევს შეგრძნების ინტენსივობის მატებას.

მაგალითად მუსიკის მოსმენისას არსებობს რაღაც დონე, როცა ინტენსიობა რაც არ უნდა გაიზარდოს შეგრძნება არ იცვლება.

ასევე არსებობს დიფერენციალური ზღურბლი -მინიმალური სხვაობა ორ ინტენსიობას შორის, რომელსაც ადამიანი შეიგრძნობს. ის გვიჩვენებს რამდენად უნდა მოიმატოს უკვე არსებული გამღიზიანებლის ინტენსიობამ, რათა მოიმატოს შეგრძნებამ. ამ მეთოდით ვითვლით იმას, თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა საჭირო იმისათვის,რომ განსხვავება ვიგრძნოთ-მაგალითად სინათლის დონის მომატებისას.

შეგრძნებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვახსენოთ აღქმა. შეგრძნება და აღქმა თავდაპირველად ერთ ცნებად მოიაზრებოდა, ისინი მხოლოდ მე-19 საუკუნეში თომას რიდმა განაცალკევა.

შეგრძნება ამ შემთხვევაში არის ის, რაც აღქმის შინაარს ქმნის. უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ეს არის როგორც ახლანდელი შეგრძნების ისე წარსული გამოცდილებიდან მიღებული შეგრძნების დამახსოვრების შედეგი.

აღქმა პროცესთა რიგია, რომლის დროსაც ინფორმაცია ერთიანდება სენსორულ ხატში და ინტერპრეტირდება გარე სამყაროს საგნებიდან და მოვლენებიდან წარმოებული ინფორმაციის სახით. ეს არის სტიმულის ინტერპრეტაციის პროცესი.

გამოყენებული ლიტერატურა: კაკიაშვილი მ. "კოგნიტური ფსიქოლოგია", 2010.

23 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now