Search

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ADHD


რა არის ADHD?

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნცქიონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას,რომელიც მოიცავს:

  1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);

  2. იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე);

  3. ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე),


რასაც ხშირად ერთვის ემოციური გულწრფელობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს- შესაძლოა, მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ასეთ ბავშვებს ხშირად ,,ჰიპერაქტიურებს“ უწოდებენ, თუმცა, ცნობილია, რომ, ზოგ შემთხვევაში, ყურადღების პრობლემები, შეიძლება, დამოუკიდებლად არსებობდენნ იმპულსურობისა და ჰიპერაქტივობის გარეშეც.

ADHD- ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი: პირველი ჯგუფი ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე;


მეორე ჯგუფი- ყურადღების დეფიციტით იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით.

ასეთი ავშვების ნახევარი, 3 წლის ასაკიდან რთული სამართავია. მათ ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების ათვისება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში, მშობლებს ADHD სიმპტომები შეუმჩნეველი რჩევბათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, რადგან პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ ამ დროს იჩენს თავს.


ADHD-ის სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, რადგან პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ ამ დროს იჩენს თავს.

ADHD- დადგენისათვის ოპტიმალურ პერიოდად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლაშიყოფნის პირველი წელი (7 წლამდე ასაკი).




ADHD-ის გავრცელება


ADHD- ის გავრცელება განსხვავდება ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობების მიხედვით,თუმცა,სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, გარკვეული ხარისხით გვხვდება ყველა ქვეყანასა და კულტურაში. გამოკვლევების თანახმად, იგი სასკოლო ასაკის ბავშვების 3-7 % აღენიშნება. ამასთან, მისი შემთხვევები ბიჭებში უფრო ხშირია. საყურადღებოა ის ფაქტი,რომ დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით შეფასებისას, გოგონებში ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის უპირატესად უყურადღებო ტიპი, რომლის ქცევითი გამოვლინებები ნაკლებად შესამჩნევია. გენერალურ პოპულაციაში ADHD-ს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, საშუალოდ მამაკაცების 9% , ხოლო ქალების 4% აკმაყოფილებს.


რითი ხასიათდება ADHD?

მიუხედავად იმისა, რომ ADHD -ის მქონე ბავშვები განსხვავებულ სიმპტომებს ამჟღავნებენ, მათთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა, იოლი გადართვადობა, დეზორგანიზებულობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა. ასეთი ბავშვის ქცევა, ძირითადად, შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს:

• არ ამთავრებს დაწყებულს, ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე ხტება;

· უყურადღებობა

• იოლი გადართვადობა

• დეზორგანიზებულობა

• იმპულსურობა

• ჰიპერაქტივობა

• ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას რომ სხვებს არ უსმენს;

• ადვილად ეფანტება ყურადღება;

• უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლების მის ინტერესს არ იწვევს, მა. საშინაო დავალება; მაშინ როდესაც შეუძლია საათობით უყუროს ტეელვიზორს, ან ითამაშოს კომპიუტერზე;

• ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას;

• ხშირად იცვლის საქმიანობას;

• უჭირს მითითეის შესრულება;

• საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას;

• ხშირად კარგავს ნივთებს

• ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე;


ADHD-ის ფორმები

• სუსტი -უმნიშვნელოდ გამოხატულო სიმტომები,არანაირი ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

• საშუალო - გამოხატულია სიმპტომები, ან ფუნქციური ჩამორჩნა ,,სუსტსა“ და ,,მძიმე“ შემთხვევებს შორის.

• მძიმე- ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ვლინდება მრავალი სხვა სიმპტომი; მნიშვნელოვანი და ფართო სპექტრის ჩამორჩენაა საშინაო,სასკოლო საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში.


რა იწვევს ADHD-ის

Kenn,1980- 7 შესაძლო ურთიერთმოქმედი კომპონენტი:

• გენეტიკური მიდრეკილება;

• განვითარებაში ჩამორჩენა;

• საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარები;

• აზროვნების სპეციფიკური პრობლემები;

• არახელსაყრელი გარემო ( დღენაკლულობა, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება);

• ემციური პრობლემები და რთული დამოკიდებულებები ოჯახში



გამომწვევი მიზეზები და პირობები

ბიოლოგიური

• ორგანული დეფიციტის თეორია -ნეიროანატომიური, ნეიროქიმიური ნეიროფიზიოლოგიური დარღვევები

• ნეიროანატომიური მიზეზები-ტვინის უბნების გამოკვლევა,ყურადღებასა და სტიმულზე მოტორული რეაგირება.

• შუა ტვინის სტრუქტურების (თალამუსი ჰიპოთალამუსი) ფუნქციონირება

• რეტიკულური ფორმაციისა და ლიმბური სტრუქტურების ფუნქციობის დაბალი დონე

• აღენიშნება შუბლის წილების ფუნქციობის დეფიციტი

• ჰიპერნეიროტრანსმიტერული რეგულაციის თეორია- დოფამინისა და ნორეპინეფრინის ცვლა: დოფამინური სისტემის დისფუნქცია ვლინდება ვენტრალური ტეგმენტუმის არეში(შუა ტვინის სახურავი), ხოლო ნორადრენალინის დეფიციტი-ცისფერ ბირთვში(მეოთხე პარკუჭის მიდამოში).

• აქტიურ ბავშვებში აღმოჩენილია სეროტონინის დაბალი დონეც. ამ სისტემების ფუნქციონირების დისბალანსი იწვევს აგზნება-შეკავების მექანიზმების დარღვევასა და ყურადღების მექნიზმების შესუსტებას.

• ქვეაგზნების ჰიპოთეზა-სასიგნალო სტიმულის შენარჩუნებისა და აქტივობის დონის რეგულაციისათვის საჭირო აგზნების არასაკმარისი დონით. ფსიქოფიზიოლოგიური გამკვლევებით აღმოჩნდა, რომ ADHD ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ფსიქოფიზიოლოგიური რეაგირება ახალ სასიგნალო სტიმულზე.

• ალერგიის ჰიპოთეზა- კვება და კვებითი ჩივილები. კვების ხელოვნური დანამატები პროვოცირებას უკეთებენ დაავადებას.


ინტრაფსიქიკური

• უყურადღებობის ჰიპოთეზა

• ჰიპერაქტივობის ჰიპოთეზა

• იმპულსურობის ჰიპოთეზა

• წესების დაცვის დეფიციტის ჰიპოთეზა

v ფსიქო-სოციალური

• მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები,

• სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი

• ინსტიტუციონალიზაცია

• თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები

• სკოლის პერსონალთან ურთიერთობის პრობლემები

ADHD გავრცელება

• სასკოლო ბავშვების 3-7 % აღენიშნება

• მამაკაცების 9 %; ქალები 4% ;

• გოგონებში- ყურადღების დეფიციტის კომპონენტი მეტად ჭარბობს ვიდრე ქცევითი კომპონენტი.


როგორ შეიძლება დავეხმაროთ -

• დიაგნოსტიკა და სწორი შეფასება

• მშობლის ინტერვიუირება

• მასწავლებლის

• ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწიფების დადგენის მიზნით.

• ბავშვზე უშუალო დაკვირვება-ქცევითი გამოვლინებების აღნიშვნა

• ბავშვის მდგომარეობის შეფასება კომორბიდული აშლილობების გამოვლენის მიზნით: დეპრესიის, ქცევით აშლილობის და სხვ. დაავადებების გამორიცხვა


მკურნალობა,სიმპტომების შემსუბუქება


• ოჯახის ინფორმირებულობა;

• ინდივიდუალური/ჯგუფური კონსულტაციები;

• მშობლისა და მასწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკის გამოყენება გარემოს მოთხოვნებთან ადეკვატური პასუხისთვის.


დამატებითი რეკომენდაციები


• ერთ ან ორ-ნაბიჯიანი დავალების მიცემა

• საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა

• ბავშვებისათვის ჩვენება, თუ რა რაოდენობის დავალების შესრულება შეუძლია

• დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა.

• დღის განრიგის გეგმის სახით ჩამოწერა და მისი შემოწმების სწავლება

• ოჯახური ინტერვენციების პროგრამა

• ბავშვის შინაგანი მახასიათებლები, როგორიცაა ტემპერამენტი;

• მშობლის შინაგანი მახასიათებლები;

• ოჯახური სტრესი;

• ბავშვის ქცევის უშუალო შედეგები;

• დახურული ტიპის საკლასო ოთახები-ხელშემშლელი სტიმულების მოშორება

• მასწავლებელთან ახლოს, ფანჯრისგან მოშორებით;

• გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი

• ქცევის მართვა

• სტრუქტურირებული გარემოს შექმნა

• რუტინის შემუშავება

• ყურადღების მიპრყრობის სხვადასხვა ხერხების შემუშავება

• ქცევის შედეგზე დაუყოვნებლივ რეაგირება- მკაფიო გასაგები უკუკავშირის საშუალებით

• ქცევის გარედან დაგეგმვა

მოცემული სიმპტომების შმეთხვევაში აუცილებელია შესაბამის კონსულტანტთან კონსულტაცია. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ბავშვის შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რადგანაც შესაძლებელია სხვა დაავადებების სიმპტომები (შფოთვითი აშლილობა, გამოწვეული ბავშვობის ასაკში განშორების შიშისგან, განვითარების პერვერსიული აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით გამოწვეული, იმპულსურობის, ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის სიმპტომები,) ემთხვეოდეს ADHD-ის სიმპტომებს.


გამოყენებული ლიტერატურა :

1. ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, ADHD- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, გვ. 146, გაგოშიძე თ. თბილისი, 2007




19 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now