Search

სტრესი, პოსტტრავმული სტრესი



ტერმინი სტრესი კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ შემოიტანა, მისი განმარტებით სტრესი ეს არის ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი გარემოდან მომდინარე ზეწოლაზე. სელიე აღნიშნავს, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ცდილობს მოერგოს ახალ პირობებს. ამ პროცესს მან ,,ადაპტაციის ზოგადი სინდრომი“ უწოდა.

სელიე სტრესის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას შემდეგნაირად აღწერს: განგაშის ფაზა- გამოიხატება ფიზიოლოგიურ ცვლილებებში, რითაც ორგანიზმი პასუხობს ახალ სიტუაცია და ემზადება მასთან საბრძოლველად, წინააღმდეგობის ფაზა - ადამიანი წინააღმდეგობას უწევს ახალი სიტუაციის დამთრგუნველ გავლენას, ცდილობს მის გამოსწორებას, იყენებს, ხარჯავს მასში არსებულ რესურსებს და გამოფიტვის ფაზა -თუ სტრესი დიდხანს გრძელდება, ადამიანის განკარგულებაში არსებული რესურსები მცირდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ქრონიკური დაავადება, დეპრესია.

ამდენად სტრესის მართვა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაძაბულობა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში, მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ საწყის ეტაპზე სტრესი პიროვნების ძალების მობილიზაციას ახდენს ასეთ სტრესს, ეუსტრესს უწოდებენ, არსებობს მოსაზრება რომ ეუსტრესი ადამიანის ნორმალური ბიოლოგიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა. შეიძლება ითქვას ამგვარი სტრესი, ზომიერი ინტენსივობის სტრესია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყოველთვის განვიცდით სხვებთან ურთიერთობის, ჩვეული საქმიანობის განხორციელების და გარემოში მომხდარი არაექსტრემალური ცვლილებების დროს. როგორც უკვე ვახსენე, ასეთ სტრესს ადაპტაციური მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, ეუსტრესი შეიძლება დისტრესსში გადაიზარდოს. დისტრესი (ინგლ.Distress-დარდი, გლოვა, წუხილი, ტანჯვა,უბედურება,გამოფიტვა) უარყოფით ემოციური ტონალობის მქონე, ზომაზე მეტად ინტენსიური სტრესია, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სუბიქეტის ფსიქიკასაც და მის ფიზიკურ ორგანიზმსაც. მას სხვანაირად ორგანიზმისთვის ზიანის მომტან სტრესსაც უწოდებენ.

ყოველგვარი მეცნიერული კვლევების გარეშე, ხალხური დაკვირვებითაც ცნობილია, რომ ხანგრძლივი და განუქარვებელი წუხილი ადამიანს ანადგურებს, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. არსებობს ცნობა, რომ ეს მოვლენა უკვე შუა საუკუნეებში მცხოვრებმა არაბმა სწავლულმა იბნ სინამ იკვლია, იგი აკვირდებოდა ცხვარს რომელიც ყოველმხრივ ხელსაყრელ სასიცოცხლო პირობებში ყავდა მოქცეული. ( კარგი საკვები, სუფთა სამყოფელი, წყალი და სხვ.) იყო მხოლოდ ერთ დამატებითი ფაქტორი: გვერდით სამყოფელში მოთავსებული იყო მგელი და ცხვარს გამუდმებით უწევდა მასთან ერთად ყოფნა. ცხოვრების ასეთ პირობებში, ცხვარი, რომელსაც სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, თანდათანობით დასუსტდა,შეწყვიტა საკვების მიღება,და მალე დაიღუპა. დღეისთვის ამგვარი ექსპერიმენტის უამრავი ნაირსახეობაა ცნობილი საცდელი ობიექტების (ვირთაგვა,ბოცვერი და სხვ.) და ექსტრემალური სტიმულების (ელექტროშოკი,ტყვეობა და სხვ,.) ვარიაციებით. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ხანგრძლივი სტრესი ორგანიზმს ანადგურებს.



ცხოვრებისერული მოვლენები, რამაც შეიძლება სტრესი გამოიწვიოს მრავალგვარია, სტრესის გამომწვევ ფაქტორს ს ტ რ ე ს ო რ ი ეწოდება. სტრესორი შეიძლება იყოს ორგანიზმის შინაგან სამყაროში მიმდინარე მოვლენაც (ვთქვათ, ავადმყოფობა, სხეულის დაზიანება, მოთხოვილება, ინტერესი და სხვ.) და გარემოში მომხდარი რაიმე ცვლილებაც ( სასიხარულოდა სამწუხარო შეტყობინება,მოულოდნელი ხიფათის გაჩენა და სხვ.) ამრიგად, ყველაფერი რაც ორგანიზმის სათანადო რეაგირებას მოითხოვს სტრესორია. ფიზიკური დაღლა, რაიმე პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ინტელექტუალური ძალისხმევა, ფიზიკური ტრავმა, საზოგადოებრივი აღიარება, ან პირიქით საჯარო გაკიცხვა და დამცირება, რაიმე მნიშვნელოვან საქმეში წარუმატებლობა,ან მოულოდნელი წარმატება. სტრესორი შეიძლება მრავალნაირი იყოს ხოლო სტრესოგენული ეფექტი თითოეული ინდივიდის ისეთ თვისებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა სტრესული რეაქტიულობა.

ამრიგად, სტრესს იწვევს არა უშალოდ სტრესორი არამედ სტრესორისა და ინდივიდის სტრესული რეაქტიულობის კომბინაციის სპეციფიკა.

სტრესულ მდგომარეობებს ერთმანეთისგან განასხვავებენ მათი სიმწვავისა და ხანიერების თვისებათა მიხედვითაც. სტრესს, რომელიც მოულოდნელად აღმოცენებულ და ძალიან მნიშვნელოვან სტრესორზე დაუყოვნებელ რეაგირებაში გამოიხატება მწვავე სტრესი ეწოდება. ესაა დროებითი სტრესული მდგომარეობა მკვეთრად გამოხატული საწყისით და დასასრულით. იგი ძირითადად მოცემულია ძლიერთი ფიზიოლოგიური აღგზნებისა და ინტენსიური ემოციური განცდების ფორმით. არსებობს დროში განფენილი სტრესული მდგომარეობაც, როდესაც ინდივიდი დიდხანს ვერ უმკვლავდება წამოჭრილ პრობლემას. ასეთ სტრესს ქრონიკული სტრესი ეწოდება. ქრონიკული სტრესი (დისტრესი), რაოდენ უმნიშვნელო სტრესორთანაც უნდა იყოს დაკავშირებული, უფრო დამანგრევლად მოქმდებს ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ვიდრე ძლიერი, მაგრამ მომენტალური მწვავე სტრესი.

სტრესის მახასიათებლები, როგორიცაა ინტენსივობა და ხანგრძლივობა, ორგანიზმზე და ფსიქიკაზე გავლენის თვალსაზრისით, მეორე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირველი. მაგალითად თუ ადამიანი ძლიერ საფრთხე გადაურჩა, მას ძლიერი (მწვავე), მაგრამ მომენტალური და ნაკლებმავნებელი სტრესი განიცადა. ხოლო, თუ მას გამუდმებით აწუხებს მოუგვარებელი წვრილმანი საქმეები, ამ შემთხვევაში განიცდება სუსტი, მაგრამ ქრონიკული სტრესი და ამასთან დაკავშირებული არასასიამოვნო ემოციური და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლლოგიური პროცესები, რომლებიც არაფერს არ ხმარდება და უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.


ტრავმა, პოსტრრტვამული სტრესული მდგომარეობა


ფსიქოლოგიური ტრავმა და პოსტრრავმული სტრესი

ფიზიკური ტრავმა გამოიხატება ორგანიზმის მთლიანობის დარღვევაში, ფსიქოლოგიური ტრავმაც ფსიქიკის მთლიანობის დარღვევაა, საყოველთაო გავრცელებული შეხედულების თანახმად ამ დროს კომპლექსურად ირღვევა პიროვნების ,,თვითობის“ სტრუქტურა, სამყაროს კოგნიტური მოდელი, მეხსიერების სისტემა, ქცევის უზრუნველმყოფი დასწავლის პროცესები, მათ ნევროლოგიური მექანიზმები, აფექტური სფერო და საერთოდ ყველა ფსიქიკური ფუნქცია.

ფსიქოლოგიური ტრავმირება უკავშირდება სუბიექტის უსუსურობის განცდას, მისი აზრით ის ვერ გაუმკლავდება შექმნილ ექსტრემალური სიტუაციას. ადამიანის ფსიქოლოგიური ტრავმირებას ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა თანხვედრა განაპირობებს, ტრავმის ობიექტური ფაქტორია კატასტროფული სიტუაცია, როდესაც ინდივიდის, ან მისი ახლობელი ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგება მოულოდნელი დარტყმის ქვეშ ან თუკი უკიდურესად ილახება პიროვნების ღირსება. თუმცა იმისთვის, რომ ასეთმა სიტუაციამ ტრავმის მიღება გამოიწვიოს სიტუაცია სუბიექტურად აღქმული უნდა იყოს როგორც მატრავმირებელი.

მატრავმირებელი კატასტროფული მოვლენები, მათი რაგვარობისა და დროში განფენილობის მიხედვით, იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად. კერძოდ რაგვარობის მიხედვით გამოიყოფა კატასტროფული მოვლენების სამი ჯგუფი: ბუნებრივი (სტიქიური) კატასტროფები, ადამიანთა მიერ შექმნილი კატასტროფები,ტექნოლოგიური კატასტროფები.

ტრავმული სტრესი (კრიტიკული ინციდენტის დროსა და მისი მომდევნო ორი დღე-ღამის განმავლობაში), მწვავე სტრესული დარღვევა (ტრავმირებიდან ერთ თვეში)- პოსტ ტრავმული სტრესული დარღვევა (ტრავმირებიდან ერთ თვეზე მეტი ვადით), პიროვნების ფსიქოტრავმული დარღვევა ( მთელი ცხოვრების განმავლობაში )


მოულოდნელი და მნიშვნელოვანი მოვლენით გამოწვეული მწვავე სტრესის ისეთი ფორმა რომელსაც მკვეთრად გამოხატული დასაწყისი გააჩნია მაგრამ ისეთ კვალს ტოვებს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, რომ თავისებურად ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის. ინიდვიდი ხანგრძლივად რჩება დისტრესის მდგომარეობაში რომლის მწვავე შემოტევებიც, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური კორელატების სახით, პერიოდულად მეორდება. ძირითადად ეს ხდება ისეთი სტრესის ზემოქმედებისას რომელის შედეგად, ადამიანმა ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა განიცადა. ასეთი სტრესორი შეიძლება იყოს მიწისძვრა, ხანძარი, ქარიშხალი, ომი, ძალადობა, გაუპატიურება და სხვა ამ რიგის კატასტროფული მოვლენები, სუბიექტს ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს და იწვევს ტრავმულ სტრესს, რომელიც ხშირად პოვებს ხოლმე გაგრძელებას პოსტტრავმული (ტრავმის შემდგომი) ტრესული მდგომარეობის სახით.



სტრესის ბიოლოგიური საფუძვლები


ჩვეულებრივ ინტენსიურ სტრესს თან ახლავს ენდოგენურ სტრესზე პასუხისმგებელი ნეიროჰორმონების გამოყოფა. როდესაც სტრესის დონე არ აღემატება ,,ნორმას“ ადამიანები ახერხებენ გაუმკვლავდნენ ტრავმას სათანადო ენდოკრინული პასუხით ისე, რომ ორგანიზმის მეტნაკლებად დაიცვან სომატური დაზიანებისაგან. მაგრამ ექსტრემალური სტრესის დროს (მაგ.წამება,გაუპატიურება,ძალადობა ოჯახში და ვიქტიმიზაციის სხვა სახეები) ეს ნეიროჰორმონები ისეთი რაოდენობით გამომუშავდება, რომ იწვევს ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დაზიანებას და ტრავმული მეხსიერების ჩამოყალიბებას, რასაც ხშირ შემთხვევაში ორგანოების ან მთელი ფუნქციური სისტემების სომატური დაზიანება მოჰყვება.

ძირითადი სტრესული ჰორმონებია:

კატექოლამინები- ნორაადრენალინი და ადრენალინი, რომლების პასუხისმგებელნი არიან გაქცევა-ბრძოლის რეაქციაზე და ,,ჰიპერსტრესის“ პასუხის შექმნაზე.

კორტიკოტეროიდები- კორტიზოლი და გლუკორტიკოიდები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადმოსროლილი კატექოლამინების რეგულაციაზე, ამარაგებენ ორგანიზმს გლუკოზით და ასევე მოქმედებენ იმუნურ ფუნქციაზე.

ოქსიტოცინი- მეხსირეების კონსოლიდაციას აქვეითებს (ის ასევე დიდი რაოდენობით გამომუშავდება მშობიარობის დროს. როდესაც სუბიექტს ავიწყდება, ტკივილი რომელსაც განიცდის სტრესის დროს.

ვაზოპრესინი- ანტიდიურეზული ჰორმონი იცავს ორგანიზმს გაუწყლოებისგან.

ენდოგენური ოპოიდები- აკონტროლებენ ტკივილსა და ძალზე მძაფრ ემოციებს.

ქრონიკული სტრესის დროს ჰორმონების რაოდენობა ნორმაში მოსვლას ვერ ახერხებს. ხშირად კატექოლამინების დონე მაღალი რჩება ეს კი განაპირობებს ისეთ დაავადებებს როგორიცაა“ ჰიპერტონული დაავადება, გულის იშემიური დაავადება,წყლულოვანი დაავადება. ასევე დავალი რჩება კორტიზოლის რაოდენობა, რამაც შემდეგში შეიძლება გამოიწვიოს ავტოიმუნური და ონკოლოგიური დაავადებები.




ტრავმული და პოსტტრავმული სტრესის განვითარების ობიექტური ფაქტორებია

1. კატასტროფის წყაროს რაგვარობა: მკვლევართა დაკვირტვებით ყველაზე დიდი მატრავმირებელი ეფექტით ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კრიტიკული სიტუაციები გამოირჩევიან. მაგალითად, სხვა პირობათა ერთგვარობის შემთხვევაში, დაყაჩაღება ან გაუპატიურება

2. ფიზიკური დაზიანება- პოსტრამვული ფსიქიკური დარღვევის რისკი იზრდება მაშინ, როცა კატასტროფა იდივიდის ფიზიკურ ტრავმასაც აყენებს.

3. ექსტრემალური სიტუაციის ხანგრძლივობა: პოსტტრავმული სტრესი ხანგრძლივი და განმეორებადი ხანგრძლივობის გამოცდილების პირობებში. უფრო იჩენს თავს ვიდრე ერთჯერადი ტრავმის შემთხვევაში.

4. ასაკი პოსტრავმული სტრესული დარღვევები ბავშვებთან და მოხუცებთან უფრო ხშირია.

5. ფიზიოლოგირი მდგომარეობა ტრავმირების მომენტში: პოსტტრავმული დარღვევების განვითარების რისკი იზრდება მაშინ, თუ ინდივიდი ტრავმირების დროს ფიზიკურად დასუსტებული იყო, ავადმყოფობდა, ან სომატური გამოფიტვის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

6. ეკონომკური მდგომარეობა და სოციალური სტატუსი: დაბალი სოციალური სტატუსი მქონე პირებთნ პოსტტრავმული სტრესული დარღვევების განვითარების მეტი რისკია, ვიდრე მდიდრებათან და მაღლი სოციალური სტატუსი მქონე პირებთან, რომლებიც უფრო უზრუნველყოფილნი არიან სირთულეების დასაძლევად საჭირო სოციალური და მატერიალური რესურსებით.

7. ადრინდელი ტრავმული გამოცდილება- პოსტტრაცმმული დარღვევები უფრო ადვილად იჩენს თავს იმ ადამიანებთან, ვისაც ადრე ჰქონდა გადატანილი რაიმე სახის კატასტროფა.

8. სოციალური იზოლაცია- პოსტტრავმული განვითარების შანსი ძლიერდება თუ ადამიანს კატასტროფამ ახლობელი წაართვა და მარტო დატოვა

9. სოციალური მხარდაჭერა- ახლობლების რეაქცია ტრავმაზე, თავისი ხასიათის შესაბამისად. მხარდაჭერას შეუძლია პოსტრავმული დარღვევების განვითარების პრევენციაც და სტიმულაციაც.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკური სურათი

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკური მახასიათებლები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს. სიმპტომების პირველი ჯგუფი ზესიფხიზლეზე მიუთითებს და მოიცავს პერსისტენტულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, უძლობას და კონცენტრაციის დაქვეითებას. სიმპტომების მეორე ჯგუფი უკავშირდება ინტრუზიას (ცნობიერებაში შეჭრას) და შეიცავს მომხდარი მოვლენების ინტენსიურ და ინტრუზიულ ხატებს, უეცარ ,,ფლეშბეკებს“ და განმეორებად დისტრესულ სიზმრებს. მესამე ჯგუფის სიმპტომები განრიდებასთანაა დაკავშირებული.


გენეტიკური ფაქტორები

ტყუპებზე ჩატარებული გამოკვლევები იმაზე მეტყველებს, რომ განსხვავება მოწყვლადობის თვალსაზრისით ნაწილობრივ გენეტიკურ ხასიათს ატარებს.

თრუმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 224 მონოზიგოტური და 1818 დიზიგოტური ტყუპი ( მამაკაცები), რომლებიც ვიეტნამის ომის დროს აშშ-ს სამხედრო ძალებში მსახურობდნენ. მას შემდეგ, რაც გათვალისწინებული იქნა საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობის ხარისხი, გაირკვა, რომ გენეტიკური ფაქტორი განაპირობებდა ერთ-მესამედ იმ განსხვავებასრომლებიც შეინიშნებოდა მოწყვლადობაში პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მიმართ.გარემოს, რომელშიც, ბავშვი ან მოზარდი იზრდება, არ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ამ გასნხვავებაში. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის რისკი მატულობს ფსიქიკური აშლილობის ოჯახური ანამნეზის არსებობისას, რაც გენეტიკური ფაქტორის მოქმედების ამსახველია. პრედისპოციზიური სხვა ფაქტორები ოზერმა შეაჯამა ინდივიდუალური ფაქტორები, რომლებიც ზრდის მოწყვლადობას ოსტტრავმული სტრესული აშლილობის ჩამოყალბიბების მიმართ. ესენია:

გუნებგანწყობისა და შფოთვითი აშლილობის ანამნეზი;

· ტრავმის პრეისტორია;

· მდედრობითი სქესი;

· ნევროტიზმი;

· დაბალი ინტელექტი;

· სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა;

ნეირობიოლოგიური ფაქტორები

დღესდღეობით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ნეირობიოლოგიური კვლევა მონოამინურ ნეიროტრანსმიტერებზე და HPA ღერძზეა ფოკუსირებული (ორივე სტრესულ მოვლენებზე დაცვით რეაქციების მედიატორია). გარდა ამისა, გამოკვლევებმა, რომლებშიც გამოიყენება თავის ტვინის ვიზუალიზაცია, აჩვენა ცვლილებები ჰიპოკამპში ტვინის ნაწილში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერების ფორმირებაში და ამიგდალაში, რომელიც მონაწილეობს არაცნობიერი ემოციური სტიმულების გადამუშავებაში ეს ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ჰიპოკამპური დისფუნქცია ხელს უშლის მეხსიერების პროცესს, ხოლო ამიგდალაში ნორადრენ. ინერვაციის გაძ₾იერება იწვევს ზესიფხიზლეს და ხელს უწყობს ტრავმული მოგონებების ავტომატურ კოდირებას და გახსენებას.


გამოყენებული ლიტერატურა:

1. სტრესი და იძულებით გადაადგლიება: ფსიქოლოგიური პრობლემები და ამთი გადაწყვეტის გზები, თავი 1 სტრესი, ზოგადი დახასიათება.ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.ფსიქოლოგიური ტრავმა და პოსტტრავმული სტრესი, (მაღრაძე მ. საყვარელიძე რ. ბელიაშვილი,ბალანჩივაძე ი.... 2011 თბილისი)


2. სტრესი და პოსტტრავმული სტრესი, ნათია წოწორია


3. ტრავმის ბიოლოგიური მექანიზმები, კილაძე ნ.

34 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now