Search

რობერტო ასაჯოლი - ფსიქოსინთეზი



XX-ე საუკუნის დასაწყისში, რობერტო ასაჯიოლიმ, ფსიქოთერაპიული პრაქტიკის სხვადასხვა მეთოდებისა და ფსიქოთერაპიული მიდგომების გაერთიანებით შეიმუშავა მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი, რომელსაც ,,ფსიქოსინთეზი“ უწოდა.

ფსიქოსინთეზი (ფსიქო “ სინთეზი “) ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა , რომელიც პიროვნული თვისებების / მახასიათებლების კომბინაციისა და ერთმანეთთან შერწყმის გზით ქმნის ახალ მთლიანობას , რაც განაპირობებს პიროვნულ ზრდა განვითარებას სრულყოფას.

ფსიქოსინთეზის შექმნა იყო მცდელობა იმისა, რომ გაერთიანებულიყო ყველა საუკეთესო ტექნიკა, რაც კი შექმნილა ისეთი ბუმბერაზი ფსიქიატრები/ფსიქოთერაპევტების მიერ, როგორიცაა ზ.ფროდი, კ.იუნგი, პ.ჟანე და სხვათა მიერ. მას სურდა შეექმნა პიროვნების თვითგამორკვევის შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაიაზრო ჭეშმარიტი ,,მე" და სწორი ურთიერთობის ფორმები ადამიანებთან. ეს იყო თვითგანთავისუფლება ილუზიებისა და ალტერ-ეგოს ირგვლივ მიმდინარე ცვლილებების.


ფსიქოსინთეზი გამოიყენება

• თვითანალიზისთვის საკუთარი თავის შეცნობისთვის

• მიზნის დაგეგმვისთვისთვის

• ცხოვრების არასასურველი მოვლენების კონტროლისთვის

• ემოციათა ბალანსირებისა და მართვისთვის

• თვითკრიტიკულობის განვითარებისთვის

• თვითშეფასების ამაღლებისთვის

• თავდაჯერების გამომუშავებისთვის

• ურთიერთობების პრობლემების დროს და ა შ



რობერტო ასაჯიოლი (Roberto Assagioli)-(Roberto Marco Grego)1888-1974; დაიბადა ვენეციაში, იტალიაში, ებრაულ ოჯახში; დედა თეოსოფისტი იყო. რუსეთში სწავლობდა სოციალურ სისტემებსა და პოლიტიკას ახალგაზრდა ასაკიდანვე ქმნიდა ხელოვნებისა და მუსიკის ექსპოზიციებს.

მოგვიანებით განათლება მიიღო ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის განხრით კლინიკური პრაქტიკა გაიარა Burghölzli ის ფსიქიატრიულ კლინიკაში (ეუგენ ბლოიერთან ერთად-Eugen Bleuler) შვეიცარიაში, ციურიხში იტალიაში იყო ფსიქოანალიზის პირველი გამავრცელებელი. 1927 წელს-ასაჯოლი რომში აყალიბებს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტს 1940 წელს მუსოლინის მთავრობამ დააპატიმრა, როგორც “მშვიდობისთვის მლოცველი და ამ იდეოლოგიაში ხალხის შემომკრები” და“Regina Coeli” -ის ციხეში27 ღამე გაატარა. მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახთან ერთად გადასახლდა არეცოს პროვინციაში Catenaia Alps-ში.


ასაჯოლის ინსპირაცია და ფსიქოსინთეზის საფუძველი :


ინდუიზმი

„ცხოვრების გზა”, რომელის მთავარ იდეოლოგიას წარმოადგენს საკუთარი თავის სრულყოფა. ის მოიაზრებს , რომ ადამიანს საკუთარ თავში ყავს თავის თავზე ბრძენი მე ”, რომელსაც მედიტირების გზით უნდა მიაკვლიოს .

ნეოპლატონიზმი ატარებს სულის მარადიულობისა და უკვდავების იდეას . ადამიანის სული მუდმივად ისწრაფვის ღვთაებრივ საწყისთან ღვთაებრივ გონთან შერწყმისკენ .


ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია და ფსიქოსინთეზი

ასაჯიოლი ერთ ერთი პიონერი იყო ვინც წვლილი შეიტანა ტრანსპერსონალური და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის განვითარებაში . ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია დაინტერესებულია ადამიანის სულიერი მიდრეკილებების გამოკვეთით , სულიერი განვითარების პროცესის აღწერით და სულიერი ღირებულებების პიროვნების რეაგირების ტიპზე გავლენის გაშინაარსება აღწერით.


ფსიქოსინთეზის ამოსავალი წერტილებია :

• ადამიანი სრულყოფილებას ესწრაფვის .

• ადამიანი არის სხვადასხვა ფსიქიკური (მენტალური) მთლიანობების სინთეზური წარმონაქმნი

• სრულყოფილი თერაპიული პროცესი მიიღწევა ამ მთლიანობების დასითეზირებით / შერწყმით

• მიზანი : ფსიქიკის ყველა დონის სინთეზი


ფსიქიკური დონეები


1. ქვედა არაცნობიერი

2. შუა არაცნობიერი

3. ზეცნობიერი

4. ცნობიერების ველი

5. პირადი რეალური , ცნობიერი Ego ანუ მე

6. ტრანსპერსონალური მე ზე მე

7. კოლექტიური არაცნობიერი




1__ქვენაცნობიერიგამოხატავს ჩვენს პირად პერსონალურ წარსულს რომელიც არსებობს დავიწყებულიმოგონებებისადა განდევნილი კომპლექსებისფორმით,.იგი შედგება ექვსი ფორმისგან:


  • ელემენტარული ფსიქიკური აქტივობა ,რომელიც ჩვენი სხეულის სიცოცხლესა და ფუნქციონირებას წარმართავს.

  • პრიმიტიული ლტოლვებისა და ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნები

  • ინტენსიური ემოციით დაყურსული კომპლექსები

  • ქვენა წარმომავლობის წარმოსახვები და ოცნებები

  • ქვენა არაკონტროლირებადი პარაფსიქოლოგიური პროცესები

  • პათოლოგიური გამოვლინებები - ფობიები, ობსესიები , კომპულსირება, პარანოიდული ბოდვითი აზრები და ა.შ.


2__საშუალო არაცნობიერიმოიცავს იმ ფსიქოლოგიურელემენტებს რომელიც ცნობიერი ფსიქიკის მსგავსია.მათი გაცნობიერებაანუ ცნობიერში ჩვენი ნებით შეყვანა ძალიან ადვილია. ამ სფეროში ხდება ჩვენი განსხვავებულიაზრების ასიმილირება (მონელება), ჩვენი გონებრივი და წარმოსახვითიაქტივობებისგანვითარება,ჩამოყალიბებადა მომწიფება, ეს ყველაფერი ხდება მანამ სანამ ცნობიერებისველში შეაღწევენ.


3__ზეცნობიერება-სფერო საიდანაც ვიღებთ უმაღლეს შთაგონებებსდა ინტუიციებს

. წვდომებს ფილოსოფიაში,მეცნიერებასადა ხელოვნებაში. საიდანაც ვიღებთ ადამიანურ ეთიკურ და გმირულ მოთხოვნილებებს.ის წყაროა უმაღლესი გრძნობების და გენიალური აღმოჩენებისჭვრეტისა / ასევე ფარული ფსიქიკური ფუნქციების და სულიერი ენერგიის სფერო.


4__ცნობიერებისველი არის აქტუალური "აქ და ამჟამად" განცდა. რაზეც მოცემულ მომენტში ჩვენი ყურადღებაა მიმართული იქნება ეს აღქმის გარე ობიექტები, აზრები, შეგრძნებები, წარმოსახვებითუ ლტოლვები.ის ყველაფერი რასაც მოცემულ მომენტში ჩვენ უშუალოდ ვაკვირდებითდა ვაანალიზებთ.


5__პირადი ეგო ანუ მე ანუ ცნობიერი მე ცნობიერებისცენტრი მაგრამ განსხვავდებამისგან ."მე" არის უფრო მაღალი ტრანსპერსონალური მე-ს ანარეკლი რომელიც აერთიანებს და წარმართავს პიროვნებისა და მისი ფსიქიკის სხვადასხვა ელემენტებს. იგი ინდივიდუალობის სამფლობელოს წარმოადგენს.ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაპირობაა პირადი "მე"-ს გაცნობიერება. ჩვენი ცნობიერი მე ქრება ძილში, ნარკოტიკების ზემოქმედების, გონების დაკარგვის და ჰიპნოზის დროს მაგრამ გამოღვიძებისთანავე გვიბრუნდება ის ისე რომ ჩვენ ვერ ვგრძნობთ მისი დაბრუნების პროცესს.

ასაჯოლი ფიქრობს რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი "მე" რომელიც ვლინდება ცნობიერებისა და თვითრეალიზაციის სხვადასხვა დონეზე და იქმნება ორი განსხვავებული "მე"-ს წარმოსახვითი შთაბეჭდილება


6. ტრანსპერსონალური მე - ზე „მე“ სრულყოფილი


• რეალური მეს ანარეკლი აერთიანებს და წარმართავს პიროვნებისა და მისი ფსიქიკის სხვადასხვა ელემენტს

• ჩვენი ჭეშმარიტი არსი , რომლისკენაც მივისწრაფვით

• ტრანსპერსონალური მე “ თავს იჩენს მეტა-მოთხოვნილებების რეალიზების დროს . ასევე იმ კონტექსტში , როდესაც ქმედება დაკავშირებული არ არის პერსონალურ სარგებელთან

სინამდვილეში ეს ორი განსხვავებული მე “ კი არ არის , არამედ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი მე “, რომელიც ვლინდება ცნობიერებისა და თვითრეალიზაციის სხვადასხვა დონეზე , რის გამოც იქმნება განსხვავებული მე ების არსებობის შთაბეჭდილება . ტრანსპერსონალური მე-ს განცდისას ადამიანის პიროვნება ინარჩუნებს რა საკუთარი ინდივიდუალურობის და უნიკალურობის განცდას , ამავე დროს იგი ეძლევა სამყაროსთან ერთიანობისა და უნივერსალურობის განცდას


7. კოლექტიური არაცნობიერი რესურსული მცველი


• ფსიქიკის ღრმა დონე ღრმა არაცნობიერი მოიცავს ფილოგენეტურ გამოცდილებას და ცოდნას და ლოკალიზებულია გენებში

• კოლექტიური არაცნობიერი გარს აკრავს პერსონალურ ფსიქიკურ დონეს

• არის რესურსი , რომლიდანაც ვიღებთ ცხოველქმედებისთვის საჭირო გამოცდილებას და ენერგიას



წყარო: „The Act of Will“ ROBERTO ASSAGIOLI, M.D. (1973),

https://en.wikipedia.org/wiki/Psychosynthesis


22 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now