Search

რა განსხვავებაა ფსიქოთერაპევტსა და ფსიქოკონსულტანტს შორის?



ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალობებსშორის გარკვევა ბევრისთვის ნამდვილ თავის ტკივილს წამორმოადგენს. ამის მიზეზი ძალიან მარტივია, რამდენიმე ათეული წლის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ერთი საერთო სპეციალიზაციის ქვეშ ისწავლებოდა.

XX საუკუნეში სამედიცინო თვალსაწიერის გაფართოვებამ, ტექნოლოგიურმა წინსვლამ და დიაგნოსტირების მეთოდოლოგიის დახვეწამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მომუშავე დარგები ერთმანეთისგან გააცალკევა.


ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია


ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ორი სფეროს, მეთოდის გამიჯვნა რიგ შემთხვევებში ადვილი არ არის რადგანც ხშირად ისინი ერთმანეთში გადადიან და ერთმანეთს მოიცავენ . ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირებისას გამოიყენება მსგავსი ზემოქმედების საშუალებები, მეთოდები და ტექნიკები.

მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების საილუსტრაციოდ შესაძლებელია გამოვიყენოთ ორ პოლუსიანი კონტინუუმის ცნება,, რომლის ერთ პოლუსზე განლაგებულია ფსიქოკონსულტირება ანუ პროფესიული ფსიქოლოგიური ზემოქმედება რომელიც მიმართული კლინიკურად ჯანმრთელ სიტუაციური პრობლემების მქონე პირებზე, ხოლო მეორე პოლუსზე კი ფსიქოთერაპია, უფრო ღრმა ანალიზი, რომელიც მიმართული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის აღმოფხვრასა და პიროვნების სიღრმისეულ შეცვლაზე. ამ პოლუსებს შორის არსებულ სივრცეს შესაძლებელია როგორც ფსიქოთერაპია ასევე ფსიქოკონსულტირება დაერქვას.


ფსიქოკონსულტირება


ფსიქოკონსულტირება არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი დარგი. როგორც პროფესია, ის არის შედარებით ახალი დისციპლინა.

კონსულტირება წარმოადგენს ფსიქოლოგიური პროცედურების ერთობლიობას, რომელიც ეხმარება ადამიანს ოჯახური, სამსახურებრივი, პიროვნული ზრდის და ინტერპერსონალური ურთიერთობების სფეროში არსებული პრობლემების გადალახვაში; აგრეთვე მის მიერ ადექვატური გადაწყვეტილებების მიღებაში პროფესიის არჩევისას, დაქორწინებისას და პროფესიული კარიერის სწორად წარმართვაში.


· ფსიქოკონსულტირება ეხმარება ადამიანს გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი ინიციატივით მოქმედებაში;


· ფსიქოკონსულტირება ქცევის ახალი ფორმების დასწავლაში ეხმარება


· იგი ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას;


· კონსულტირების პროცესში აქცენტი კეთდება კლიენტის პასუხისმგებლობაზე ანუ იმის აღიარებაზე რომ დამოუკიდებელ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ინდივიდს უნარი შესწევს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვიტებელი ; ხოლო კონსულტანტი ქმნის ამისთვის ხელსაყრელ პირობებს


ფსიქოკონსულტირების პროცესი ემყარება კონსულტაციურ ურთიერთობას რომელიც ძირითადად კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიის ფილოსოფიას ეყრდნობა;

ამგვარად ფსიქოკონსულტირება ორიენტირებულია კლინიკურად ჯანმრთელ ადამინებზე, რომელთაც აღენიშნება ცხოვრებისეული პრობლემები, ნევროზული დონის ჩივილები კერძოდ პრენევროტული რეაქციები; აგრეთვე იმათზე ვინც სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ სურს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება ან საკუთარი პიროვნული ზრდა. იგი მიმართულია პიროვნების ჯანმრთელ ნაწილზე და ხანგრძლივი ფსიქოთერაპიისაგან განსხვავებით ხანმოკლეა 20 სეანსი.


ფსიქოკონსულტაციის მიზნები და ამოცანები


· ემოციური მხარდაჭერა და პიროვნების განცდებისადმი სათანადო ყურადღების დათმობა;

· ცნობიერების გაფართოება და ფსიქოლოგიური კომპეტენტურობის ზრდა;

· პრობლემისადმი დამოკიდებულების შეცვლა;

· დისსტრესისა და კრიზისისადმი ტოლერანტობის ზრდა;

· რეალისტური და პლურალისტური თვალსაზრისის ჩამოყალიბება;

· პიროვნების პასუხისმგებლობის ზრდა;

· სამყაროს შემოქმედებითი ათვისების მზაობის ჩამოყალიბება


ფსიქოთერაპია


ფსიქოთერაპია დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინაა, ხოლო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას წარმოადგენს. შესაბამისად, ფსიქოთერაპევტი ფსიქოთერაპიული პროცესის წარმმართველი სპეციალისტია. ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისათვის საჭიროა შესაბამისი საუნივერსიტეტო და პოსტ-დიპლომური განათლების მიღება. ფსიქოთერაპევტი მუშაობს შემდეგ შემთხვევებზე: პოსტ ტრავმული სტრესულ მდგომარეობა, ფობიები, ადრეული ბავშვობის ტრავმები, კვებითი აშლილობები, ფსიქოსომატური მდგომარეობები, სუიციდური აზრები, ობსესიური ქცევები და სხვა. ფსიქოთერაპიული ჩართულობა შფოთვის და დეპრესიული მდგომარეობის, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემების, ურთიერთობის ჩამოყალიბების სირთულის, სამსახურებრივი სირთულეების დროსაც საჭირო ხდება. აღსანიშნავია, რომ ფსიქოთერაპია არ შემოიფარგლება მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე მუშაობით. მის სამუშაო არეალში ასევე შედის: შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების არარსებობა და სხვა. ფსიქოთერაპიული ჩარევა რეკომენდებულია როგორც ზრდასრულებთან, ასევე მოზარდებთან და ბავშვებთან როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სესიების სახით. პრობლემების სირთულიდან გამომდინარე სეანსების რაოდენობა გაცილებით ბევრია ვიდრე ფსიქოკონსულტირების დროს.


ფსიქოთერაპიას ექვემდებარება შემდეგი დაავადებები:


1. ენურეზი ანდაც შარდის სხვა სახის შეუკავებლობები.

2. ენაბრგვილობა (ყველა ფორმა) და ლოგონევროზი.

3. ტიკები. აკვიატებული მოძრაობები.

4. აკვიატებული აზრები ან მოძრაობები.

5. შიშები და ფობიები.

6. პანიკური შეტევები და სიკვდილის შიში.

7. ნერვული ანორექსია

8. ბრონქული ასთმა და ასთმური ბრონქიტი.

9. ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.

10. ძილის დარღვევები.

11. ჭარბი წონა.

12. ფსიქიური განვითარების შეფერხება.

13. მეტყველების განვითარების დარღვევა.

14. მეხსიერების პრობლემები.

15. სექსუალური გადახრები ანდაც განწყობები.

16. ტოქსიკური ორსულობა.

17. მშობიარობის შიში.

18. პრობლემები ურთიერთობებში.

19. სოციალური როლების მიუღებლობა.

20. შფოთვა და ფორიაქი.



წყარო: www.dendroni.ge www.qwelly.com

69 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now