Search

კურტ ლევინის ველის თეორია

Updated: Mar 13



ველის თეორია


XX საუკუნის დასაწყისში, კურტ ლევინმა ველის თეორია შექმნა. ის აღნიშნავდა, რომ ადამიანი ცხოვრობს და ვითარდება გარშემომყოფი საგნების „ფსიქოლოგიურ ველში“. ადამიანისთვის თითოეულ საგანს საკუთარი ვალენტობა გააჩნია – ეს არის თავისებური ენერგეტიკული მუხტი, რომელიც ადამიანში სპეციფიკურ დაძაბვას იწვევს, შემდეგ კი უნდა მოხდეს მისგან განმუხტვა.


ველის თეორია ფსიქოლოგიის თეორიაა რომელიც ინდივიდსა და ველს შორის ურთიერთქმედების მოდელებს იკვლევს, მთლიანობასა თუ გარემოში. ეს კონცეფცია პირველად ფსიქოლოგიაში გაჩნდა, რომელიც ფესვებს გეშტალტთეორიის ჰოლისტიკურ პერსპექტივაში პოულობს.


ამ თეორიის მიხედვით ნებელობითი ქცევა გამოწვეულია შინაგანი მოთხოვნილებებითა და მოტივებით, ველის – გარე საგნების ზეგავლენით.

განვიხილოთ ექსპერიმენტი, რომელიც გვიჩვენებს ველის გავლენით გამოწვეული ადამიანის ქცევას:


ცდის პირს, რომელიც მიწვეული იყო თითქოსდა „ინტელექტის“ შესამოწმებლად, ცოტა ხნით სთხოვდნენ ოთახში მოცდას. ექსპერიმენტატორი, რომელიც ცდის პირს ოთახში ტოვებდა, აგრძელებდა მასზე დაკვირვებას მეორე ოთახიდან სპეციალური, ნახევრად გამჭირვალე სარკის მეშვეობით. ოთახში მარტო დარჩენილი ყველა ცდის პირი (ცდის პირები იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორები) იწყებდა ოთახში არსებული საგნების თვალიერებასა და მათ მანიპულაციას, მაგალითად, ათვალიერებდა წიგნებს, ეხებოდა კარადას, ფარდას და ა.შ.




ველის თეორია იმ ფაქტორების განხილვის საშუალებას გვაძლევს, რომლებიც სოციალურ სიტუაციაზე ზემოქმედებენ. ძალები განიხილება, როგორც მიზნის მიღწევისთვის მოქმედებების განმაპირობელი ფაქტორები. მათ შეუძლიათ იმ მოქმედებების ბლოკირებაც, რომლებიც მიზნის მიღწევას აფერხებენ.


„ველი“ დინამიკურია, იცვლება დროისა და გამოცდილების გავლენით.


ლევინის ველის თეორია შეიძლება გამოიხატოს ფორმულით: B = ფ (პ, ე), რაც იმას ნიშნავს რომ ქცევა (B) ადამიანისა (პ) და მისი გარემოს (ე) ფუნქციას წარმოადგენს.


ლევინ -მა ადამიანის ქცევა ისეთ მოქმედებად განიხილა, რომელიც თავის თავში „ცხოვრება – სივრცის“ მექანიზმის გაგებას გულისხმობს. ინდივიდის განვითარებას ან რეგრესიას მაშინ აქვს ადგილი, როცა მის „ცხოვრება-სივრცეზე“ ზემოქმედებს ექსტერნალური სტიმული.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ გავლენა, რომელიც „ცხოვრება-სივრცეში“ იწვევს ცვლილებებს. ხდება ექსტერნალური სტიმულის მიღება (ინტერნალიზაცია).




კურტ ლევინი


კურტ ლევინი 1890 წელს გერმანიაში დაიბადა. თავდაპირველად მას ბიჰევიორიზმის შესწავლა სურდა, თუმცა მოგვიანებით გეშტალტფსიქოლოგიით დაინტერესდა, მოხალისედ მუშაობისას გერმანიის არმიაში, 1914 წელს. მისმა ადრეულმა გამოცდილებამ არსებითი გავლენა იქონია ველის თეორიის განვითარებაზე. ლევინის ველის თეორია გამოკვეთდა პიროვნებათშორის კონფლიქტს, ინდივიდუალური თავისებურებებსა და სიტუაციურ ცვლილებებს და მან თქვა რომ ქცევა ინდივიდისა და მისი გარემოს შედეგია. ადამიანის სოციალური წრისა და დინამიკურ ველზე გავლენის განხილვისას, ლევინმა ასევე აღმოაჩინა რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გავლენა აქვს მის სოციალურ ველზე.


ძირითადი პრინციპები


სასიცოცხლო სივრცე


ადამიანის ქცევა დროის ნებისმიერ მომენტში ვლინდება მხოლოდ „სასიცოცხლო სივრცისა“ თუ „ფსიქოლოგიური ველის“ მიმდინარე თანაარსებული ფაქტორების ჩარჩოში. ამგვარად, სასიცოცხლო სივრცე არის ყველა იმ ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, ქცევა შესაძლებელია გამოისახოს, როგორც სასიცოცხლო სივრცის ფუნქცია B = ƒ (LS). უფრო მეტიც, ადამიანისა (P) და გარემოს (E) ურთიერთქმედება ქმნის ამ სასიცოცხლო სივრცეს. სიმბოლური თვალსაზრისით B = ƒ (LS) = F (P, E).


ლევინის თანახმად, ფსიქოლოგიური დახასიათების დროს მხედველობაში მისაღებია ისეთი სპეციფიკური ფაქტორები, როგორიცაა: მიზნები, სტიმულები, მოთხოვნები, სოციალური ურთიერთობები, ასევე ველის უფრო ზოგადი თავისებურება- ფსიქოლოგიური ატმოსფერო (მეგობრული, დაძაბული ან მტრული) და თავისუფლება (დამოუკიდებლობა). ველის, ეს მთლიანობაში განხილული დახასიათებები, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.


ფსიქოლოგიური ატმოსფერო არის ემპირიული რეალობა და მეცნიერულად აღწერითი ფაქტი.

კლიმატი, ველის, „როგორც მთელის,“ ხარისხს წარმოადგენს. იგი არის პიროვნებათაშორისი ურთიერთობის ფსიქოლოგიური მხარე, რომელიც სიტუაციას ე.წ. „არომატს“ სძენს, მაგალითად, სითბოს, უსაფრთხოების განცდას, შიშს ან უნდობლობას და ა.შ.


გარემო


გარემო, როგორც ამას სასიცოცხლო სივრცე აჩვენებს, განეკუთვნება ობიექტურ სიტუაციას, რომელსაც ადამიანი აღიქვამს და რომელშიც ის მოქმედებს. სასიცოცხლო სივრცის გარემო (E) სრულიად სუბიექტურია ყველა კონტექსტში, რადგან დამოკიდებულია არა მხოლოდ ობიექტურ სიტუაციაზე, არამედ ადამიანის მახასიათებლებზე (P). აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას ადამიანის ცნობიერი და არაცნობიერი გარემოს ყველა ასპექტი. კომბინირებული მდგომარეობა, რომელიც გარემოს ზემოქმედების ქვეშაა და ასევე ადამიანის თვალსაზრისი, ცნობიერი და არაცნობიერი, მთლიანობაში უნდა იქნას აღქმული. თუმცა თითოეული ნაწილი შეიძლება განიხილოს როგორც ცალკეული არსი, მთლიანობაში სიტუაციის დასაკვირვებლად, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას ყველა შემავალი მონაცემი.



ქცევა


სასიცოცხლო სივრცეში ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება ფსიქოლოგიურ კანონებს. შესაბამისად, ადამიანის მოქმედება (P) თუ გარემოს ცვლილება (E) მითითებული მოქმედების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ქცევად (B). ასეთმა მოქმედებამ, მთლიანობაში სასიცოცხლო სივრცეზე, შეიძლება იქონიოს დიდი ან არც თუ ისე დიდი გავლენა. მიუხედავად ამისა, ისინი უნდა გათვალისწინებულ იქნას. ველის თეორია ამტკიცებს, რომ ქცევა უნდა წარმოიშვას თანაარსებული ფაქტების ერთობლიობით. ეს თანაარსებული ფაქტები შეადგენენ „დინამიკურ ველს“, რაც იმას ნიშნავს რომ, ველის ნებისმიერი ნაწილის მდგომარეობა დამოკიდებულია ველის ყველა დანარჩენ ნაწილზე. ეს მოიცავს არა მხოლოდ მენტალურ და ფიზიკურ ველებს, არამედ უხილავ ძალებს, როგორებიცაა მაგნეტიზმი და გრავიტაცია. ამის დაზუსტება შესაძლებელია იმ სხვაობის წარმოდგენით, რომლის შექმნაც შეუძლია შორიდან მოქმედ ძალას. დედამიწაზე მთვარის გავლენის მსგავსი მაგალითის განხილვისას, ნათელი ხდება, რომ ეფექტი არის, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის შორი მანძილიდან მოქმედებს. ქცევა დამოკიდებულია ახლანდელ ველზე და არა წარსულისა ან მომავლისაზე.


ველის თეორია – გეშტალტ-თეორიის მნიშვნელოვანი ასპექტია, დოქტრინა, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან მეთოდსა და აღმოჩენას მოიცავს. ეს გეშტალტფსიქოლოგების კონცეფციების საფუძვლისა და მათი გამოყენების მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკია. ველის თეორია, ასევე, ფენომენოლოგიასა და ეგზისტენციალურ დიალოგთან ერთად, გეშტალტთერაპიის ქვაკუთხედია.



წყარო:

https://ka.warbletoncouncil.org/teoria-campo-kurt-lewin-267

http://psychologist.ge/theory-of-field/

42 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now