Search

იშვიათი და უცნაური სინდრომები



ფეთქებადი თავის სინდრომი

ფეთქებადი თავის სინდრომი (EHS) ესაა საკმაოდ უცნაური ძილის დარღვევა. არც ისე დიდი ხანია, რაც ის აღწერეს მედიცინასა და ლიტერატურაში. ამ დროს უშუალოდ ძილის სტადიაში გადასვლამდე ადამიანის თავში აღმოცენდება ინტენსიური ხმაური. ამ აფეთქებას შესაძლოა დაემატოს კაშკაშა შუქი, სუნთქვის გართულება და შიშის განცდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს დარღვევა დაკავშირებულია სტრესთან და დაძაბულობასთან. შემთხვევათა უმრავლესობაში საკმარისია კარგად დასვენება.

არ არსებობს კონკრეტული მკურნალობის გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობის სიხშირე კარგად არ არის შესწავლილი, ზოგიერთის შეფასებით, ეს გვხვდება ადამიანების დაახლოებით 10% -ში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სინდრომი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ. მდგომარეობა თავდაპირველად აღწერილი იქნა 1876 წლის დასაწყისში. ამჟამინდელი სახელი გამოყენებულ იქნა 1988 წელს.

იერუსალიმის სინდრომი

ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომელიც განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ამ სინდრომით დაავადებული ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, წარმოიდგენენ და გრძნობენ, რომ ფლობენ ღვთაებრივ და წინასწარმეტყველურ ძალას, არიან რომელიმე ბიბლიური გმირის რეინკარნაცია და მათზე დაკისრებულია სამყაროს ხსნის წინასწარმეტყველური მისია. დღესდღეობით ეს მოვლენა ფსიქოზად ითვლება და ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება.


სტენდალის სინდრომი

კიდევ ერთი უცნაური დაავადება, როცა ადამიანი განიცდის ძლიერ ღელვას, კანკალს, თავბრუსხვევასა და ჰალუცინაციებს სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების ზეგავლენით. ძირითადად, ეს სინდრომი ვლინდება ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც გამოფენილია დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშები. ეს სინდრომი პირველად აღწერა სტენდალმა თავის ნაშრომში „ნეაპოლი და ფლორენცია: „მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში".

აჰასფერის სინდრომი

ამ სინდრომში თავმოყრილია მენტალური აშლილობის ნიშნები: პაციენტი გამუდმებით მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ექიმიდან ექიმთან, თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს, ხშირად მიმართავს თვითდაზიანებას, ოღონდაც დაარწმუნოს მკურნალი მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაში და დაიკაყოფილოს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების მოთხოვნილება, თუნდაც ქირურგიული ოპერაცია გაუკეთონ.

სინდრომის სახელწოდება მომდინარეობს შუასაუკუნეების ქრისტიანული ლეგენდის პერსონაჟიდან. ლეგენდა მოგვითხრობს აჰასფერზე, რომელსაც ღმერთმა მიუსაჯა მარადიული ლტოლვილობა, რადგან მან არ მისცა იესო ქრისტეს დასვენების საშუალება ჯვარცმის წინ.

მიუნჰაუზენის სინდრომი

ამ სინდრომის მქონე ადამიანი აზვიადეს, სიმულანტობს ან ხელოვნურად იჩენს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომებს, რათა მიიღოს სამედიცინო მომსახურება, სრული გამოკვლევა, მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია, ქირურგიული ჩარევა და ა.შ. ის ბაძავს ათასნაირ დაავადებას. დაწყებული ტუბერკულიოზით დამთავრებული გულის შეტევებით; ყლაპავს გასაღებებს, კოვზებს, ლურსმნებს - რათა იყოს ოპერაციის ჩატარების რეალური მიზეზი. იყენებს ცხოველის სისხლს, რათა სისხლდენად წრმოაჩინოს პატარა ჭრილობაც კი. შესაძლოა მიზანმიმართულად დააზიანოს საკუთარი სხეულიც კი. აღწერილია ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი იმდენად რეალურად ასახიერებდა მუცლის ტკივილებს, რომ ექიმებმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება. სხვადასვა საავადმყოფოებში ეს ქალბატონი უკვე 40-ჯერ იყო ნაოპერაციები. ყოველ ჯერზე ექიმები გაოგნებულები რჩებოდნენ, რადგან დაავადების ვერანაირ კვალს ვერ პოულობდნენ. ეს ქალბატონი სიცოცხლსი ბოლომდე 500-ჯერ იყო ჰოსპიტალიზირებული. ამ დაავადების გამომწვემი მიზეზები სერიოზულად არ არის შესწავლილი. ზოგადი განმარტების თანახმად ძირითადი მიზეზია ყურადღების მიპყრობის, თავის მოწონების და ფსიქოლოგოირუი მხარდაჭერი მიღების მცდელობა.



ვენდიგოს ფსიქოზი

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ვენდიგო ერთადერთია, როდესაც პიროვნებას ადამიანის ხორცის ძლიერი მოთხოვნილება უჩნდება. დაავადება ჩრდილო-ამერიკული, კერძოდ, ჩიპეუასა თუ იჯიბუეს ტომების კულტურის ფესვებში ჩაისახა, სადაც არსებობს მრავალი ამბავი კანიბალი მონსტრის - ვენდიგოს შესახებ.

დაავადება ძირითადად ზამთრობით იჩენდა თავს, მაშინ, როდესაც ოჯახები დიდთოვლობის გამო იზოლირებულები აღმოჩნდებოდნენ გარე სამყაროსაგან და მცირე საკვების მარაგი ჰქონდათ. ვენდიგოს სიმპტომები შემდეგნაირია: დეპრესია, ჩვეულებრივი საკვების მიმართ მადის დაკარგვა, ღებინება და ნახევრად-გაშეშება (მოტორული შეკავება). თანდათანობით პიროვნებას უჩნდება შიზოფრენიული იდეები, რომ ვენდიგო დაეპატრონა მის სულს და ცდილობს, თავის მიმდევრად აქციოს. ინდივიდს ეჩვენება, რომ ადამიანები მაქციების სახეს იღებენ, რაც საბოლოოდ კანიბალური იდეებისაკენ უბიძგებს. საბოლოოდ მას უჩნდება ადამიანის ხორცის დაუოკებელი მოთხოვნილება, რაც, დღესდღობით, ვენდიგოს ფსიქოზის სახელს ატარებს.

ხშირად ვენდიგოს ფსიქოზი კულტურულ დაავადებად მოიაზრება, რაც იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ კონკრეტული კულტურის წარმომადგენელი შეიძლება დაავადდეს.

კლუვერ-ბასის სინდრომი

კლუვერ-ბასის სინდრომს ძალზედ დრამატული ცვლილებები ახლავს თან. დაავადებულები ხშირად კარგავენ მეხსიერებას, ჭამენ არასათანადო ობიექტებს, ახასიათებთ ჰიპერსექსუალობა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სექსუალური აქტით დაკავება ადამიანის გარდა, სხვა ობიექტებთანაც, ასევე თან ახლავს ვიზუალური აგნოზია, რაც ნივთების თვისობრივი მახასიათებლების დამახინჯებას ან ადამიანების, ქუჩებისა თუ ადგილების ცნობის/განსხვავების უუნარობას გულისხმობს.

იმისათვის, რომ ინდივიდს კლუვერ-ბასის სინდრომი დაუდგინდეს, საჭიროა, სამი სიმპტომი მაინც ჰქონდეს. ეს სინდრომი საფეთქლის წილის ორმხრივი დაზიანების გამო ვითარდება და სამწუხაროდ, დღესდღეობით, მისი განკურნების გზები არ არსებობს.


კოტარდის სინდრომი

ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს სჯერათ, რომ მკვდრები არიან. ეს ასევე ცნობილია „მოსიარულე გვამის სინდრომის" სახელით, როდესაც ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მოკვდა, მაგრამ დედამიწაზე შემორჩა.

სამედიცინო საზოგადოებამ კოტარდის სინდრომი რეალურ პრობლემად მხოლოდ ახლა ცნო. მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი პირველად 1880 წელს გამოვლინდა, ფორმალური აღიარება 2007 წლამდე ვერ მოიპოვა. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ არ არსებობს ჯერჯერობით ამ ილუზიისაგან განკურნების საშუალება. ამ სინდრომით დაავადებულები განიცდიან ძლიერ დეპრესიას და ხშირად თავის მოკვლის მცდელობებიც აქვთ, რათა გამოსცადონ, ნამდვილად განსვენებულები არიან თუ არა.


ფრეგოლის სინდრომი

ეს არის ჰიპერიდენტიფიკაციის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს აწუხებს მანიაკალური აზრები, რომ მას მუდამ უთვალთვალებენ. იგი მის გარშემო მყოფ ადამიანებში პოულობს აბსურდულ მსგავსებებს თავის ნაცნობ ადამიანებთან. აიგივებს მათ ერთმანეთთან და დარწმუნებულია, რომ მისი ნაცნობები გადაცმული სახით განუწყვეტლივ უკან დაჰყვებიან. პირველად ეს დაავადება 1927 წელს დაფიქსირდა. 27 წლის ქალი ამტკიცებდა, რომ მას მუდამ უკან დაჰყვებოდა ორი მსახიობი, რომელთა სანახავადაც იგი თეატრში ხშირად დადიოდა. იგი ირწმუნებოდა, რომ მსახიობები ინიღბებოდნენ იმ პიროვნებებად, რომელსაც მანდილოსანი იცნობდა.

სინდრომი ატარებს ცნობილი იტალიელი მსახიობის ლეოპოლდო ფრეგოლის სახელს, რომელსაც შეეძლო, სასცენო კოსტიუმები ძალზედ სწრაფად შეეცვალა და სხვა ადამიანად გარდასახულიყო.


დიოგენეს სინდრომი

შესაძლებლობა იმისა, რომ ინდივიდი დიოგენეს სინდრომით დაავადდეს, საკმაოდ დიდია. ყველაფერი პარანოიით ან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების უუნარობით იწყება. დროთა განმავლობაში დაავადება ღრმა ფაზაში შედის და ხშირად გარე სამყაროსგან სრული იზოლაციით მთავრდება.

დაავადება ყველაზე ხშირად ხანდაზმულებს ესხმის თავს, მათი შემცირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. დაავადებას ხშირად ახასიათებს თვითუარყოფა, აპათია, კატატონია, სირცხვილის გრძნობის დაქვეითება, საოჯახო ნივთებისა თუ ნაგვის შეგროვება, შინაური ცხოველების მოშენება და ანტისანიტარია.

სარ­კი­სებრ-სენ­სო­რუ­ლი სი­ნეს­თე­ზია

ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა ემ­პა­თი­ის ჰი­პერ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი ვერ­სი­აა. მი­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფი­ზი­კუ­რად გრძნო­ბენ იმას, რა­საც ირ­გვლივ სხვე­ბი გრძნო­ბენ. გო­გო­ნას გა­და­ეხ­ვი­ეთ? ინეს­თე­ტი­კი თქვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის ნა­ხე­ვარს შე­იგ­რძნობს. ამ და­ა­ვა­დე­ბით მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი ავად­დე­ბი­ან

გამოყენებული წყაროები:

Unusual and Rare Psychological Disorders: A Handbook for Clinical Practice and Research Oxford University Press, Nov 2016.

Reportiori.ge

12 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now