Search

ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების რვა სტადია


ერიქსონის ფსიქოსოციალური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ,,მე“-ს იდენტობის ძიებას, ინდივიდის სხვებთან ურთიერთობებისა და კულტურის როლს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერიქსონი პიაჟეს მსგავსად, განვითარებას აღიქვამს, როგორც გზას, რომლზეც მრავალი სტადიაა გასავლელი. თითეულ სტადიას გარკვეული მიზანი, დანიშნულება და საფრთხე ახლავს. სტადიები ურთიერთდამოკიდებულია: გვიან სტადიაში წარმატებები დამოკიდებულია იმაზე, როგორ გვარდებოდა კონფლიქტები ადრეულ ასაკში. ერიქსონის აზრით, ყოველ სტადიაში პიროვნება განვითარების კრიზისს აწყდება.

წარმოიქმნება კონფლიქტი პოზიტიურ და პოტენციურად არაჯანსაღ ალტერნატივებს შორის, გზა კი, რომლითაც პიროვნება კრიზისს გადაჭრის ხარნგრძლივად იქონიებს გავლენას საკუთარ თავზე წარმოდგენასა და შეხედულებაზე, რომელიც მის შესახებ შეექმნა საზოგადოებას. მოკლედ მიმოვიხილავთ ერიქსონის თეორიის რვავე სტადიას, ან როგორც თავად აღნიშნავს,. ადამიანის ,,რვა ასაკს“.

სკოლამდელი წლები:

ნდობა, დამოუკიდებლობა და ინიციატივა

ერიქსონი ნდობასა და უნდობლობას ჩვილობის ძირითადად კონფლიქტად მიიჩნევს. მისი აზრით, თუ ჩვილი ბავშვის კვებისა და ყურადღების მოთხოვნების სისტემატურად დაკმაყოფილებულია, მასინ მას აღმზრდელის მიმართ ნდოა უვითარდება. სიცოცხლის პირველ წელს პიაჟესეულ სენსომოტორულ სტადიაში ყოფნისას, ჩვილებიმხოლოდ იწყებენ გაგებას, რომ ისინი განცალკევებული არიან გარე სამყაროსგან. სწორედ ამიტომ არის ამ დროს ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანი: ჩვილები უნდა ენდობოდნენ გარე სამყაროს გარკვეულ ასპექტებს, რომლებიც მათ კონტროლს მიღმაა.

ერიქსონისეული მეორე სტადია,-ავტონომია-სირცხვილისა და ორჭოფობის საპირისპიროდ, თვითკონტროლისა და თავდაჯერებულობის საწყისია. ბავშვი ისეთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას კისრულობს, როგორიცაა ჭამა, ტუალეტი და ჩაცმა. ამ პერიოდში მშობლებმა ბავშვთან ურთეირთობაში ოქროს შუალედი უნდა იპოვონ - იზრუნონ მისთვის, მაგრამ არა გადაჭარბებულად. თუ მშობლები არ უზრუნველყოფენ ნდობის დამოკიდებულებას არ გაამხნევებენ და არ წაახალისებენ ბავშვის ძალისხმევას, დაეუფლოს ძირითადა მოტორულ უნარ-ჩვევებს, ბავშვს გაუჩნდება სირცხვილის გრძნობა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება. ერიქსონის აზრით, ბავშვებს რომლეიც, ამ სტადიაში ბევრს ეჭვობდენნ საკუთარი შესაძლებლობების გამო, მთლი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ ძალებში დარწმუნების პრობლემები ექნებათ.

შემდეგ სტადიაში, ინიციატივა- დანაშაულის გრძნოობის საპირისპიროდ, ,,დამოუკიდებლობას ემატება პასუხისმგებლობა- მიზნობრიობის გრძნობა, რაიმე საქმის ენერგიულად დაწყებისა და აქტიურობის სურვილი“ ამ პერიოდში აღმზრდელმა, ერთი მხრივ, უნდა მიიღოს აღიაროს ბავშვის აქტიურობის დაუოკებელი სურვილი, მეორე მხრივს კი გაიაზროს , რომ მის ნებისმიერ იმპულსს ვერ დააკმაყოფილებს; მან ამჯერადაც უნდა იპოვოს ბავშვთან ურთიერთობის ოქროს შუალედი- თვალი ადევნოს მას აქტიური ჩარევის გარეშე. თუ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას არ მისცემს, ბავსვს შეიძლება დანაშაულის გრძნობა განუვითარდეს; შეიძლება იფიქროს, რომ მისი ქცევა ყოველთვის არასწორია. ჩანართი ,,რეკომენდაციები“ ინიციატივიანობის წახალისების გზებს გვთავაზობს.


დაწყებითი და საბაზო სკოლის წლები:


სიბეჯითე და არასრულფასოვნება

ხუთიდან შვიდ წლამდე, როცა ბავშვების უმრავლესობა იწყებს სკოლაში სიარულს, შემეცნებითი განვითარება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ბავშვებს შედარებით დიდი ინფორმაციის უფრო სწრაფად გადამუშავება შეუძლიათ; იზრდება მათი მეხსიერების მოცულობაც. მათი გონებრივი შესაძლებლობები წინაოპერაციული აზროვნებიდან უკვე კონკრეტულ ოპერაციულში გადადის. ამ შინაგანი ცვლილებების დაგროვების ფონზე ბავშვები ყოველდღე ატარებენ რამდენიმე საათს სკოლის ახალ ფიზიკურ და სოციალურ გარემოში. ისინი თავიდან გაივლიან ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიებს უცნობ სასკოლო სისტემაშ. მათ უნდა ისწავლონ ახალი უფროსების ნდობა, იმოქმედონ ავტონომიურად უფრო რთულ სიტუაციაში და გამოიჩინონ ინიციატივა სკოლის, მათთვის ახალი წესების შესატყვისად.

ახალი ფსიქოსოციალური სირთულე სასკოლო წლებში არის ის, რასაც ერიქსონი უწოდებს სიბეჯითეს -არასრულფასოვნების საპირისპირო სტადიას, მოსწავლეები უკვე ხედავენ კავშირს ნებისყოფასა და შესრულებული სამუშაოსგან მიღებულ სიამოვნებას შორის.

თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვების უნარი, იყვნენ სახლის სამეზობლოსა და სკოალს შორის სათანადო დონეზე გაართვან თავი სასწავლო პროცესის ჯგუფურ აქტივობასა და მეგობრებთან ურთიერთობას, ზრდის მათში კომპეტენტურობის განცდას. ამ ცხოვრებისეულ მოთხოვნებთან დაკავშირებულმა სიძნელეებმა, შესაძლოა ბავშვში არასრულფასოვნების გრძნობა გამოიწვიოს. ბავშვებმა უნდა გამოიმუშავონ ახალი უნარ-ჩვევები და იღვაზონ ახალი მიზენების მიღწევისთვის. ამავე დროს მათ სხვებს ადარებენ, რაც წარუმატებლობის რისკს ქმნის.

ამ სიძნელეებთან ჭიდილი გავლენას ახდენს მათ მომდევნო სასკოლო გამოცდილებაზე. სასწავლო პროცესიდან ამოვარდნაზე მიუთითებს დაბალი შეფასება და ერთ-ერთ მთავარ საგანში ჩამორჩენა (Paris and cunnigham,1996) ბავშვების მომავალ წარმატებაზე უფრო მეტი გავლენა აქვს დაწყებით კლასებში სწავლის ხარისხს, ვიდრე სწავლას მომდევნო კლასებში“

იმის გმაო რომ სკოლა ასახავს საშუალო კლასის ფასეულობებს და ნორმებს, სკოლასთან შეგუება განსაკუთრებით უჭირს ბავშვებს, რომლებიც ეკონომიკურად და კულტურის თვალსაზრისით განსხვავდებიან სხვებისგან. ცოდნის განმაზღვრელ ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ პირველ კასის მაღალ და დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში ცოდნაში განსხვავება მცირეა, მაგრამ მე-6 კლასისთვის განსხვავება სამმაგდება. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მე-5 თავშია მოთხრობილი, ჩანართი ,,რეკომენდაციები“ გვეხმარება სიბეჯითის ხელშეწყობაში.

საბაზო სკოლაშ გადასვლის შემდეგ იზრდება მოსწავლეთა ყრუადღება შეფასება-მიღწევებისადმი და კონკურენცია აკადემიურ, სოციალურ სპორტულ სფეროებში. მოსწავლეებს საკუთარ თავზე ბევრის აღების ამბიცია უჩნდებათ ხოლმე, რაშიც ხელს უშლის წესები ვალდებულებები და დავალებები. საბაზო სკოლაში გადასვლისას, ერთ მასწავლებელთან თბილი ურთიერთობა იცვლება განსხვავებული საგნების მასწავლებლებთან უფრო პრაგმატული და ცივი ურთიერთობით; იცვლება დაწყებით კლასებში შეძენილი მაღალი სტატუსიც.



მოზარდობა: იდენტობის ძიება


ამრიგად, სხეულის და გონების განვითარებასთან ერთად მოზარდი დგება იდენტობის აგების ცენტრალური საკითხის პირისპირ. ეს მომავალშიუზრუნველყოფს მოზრდილობის მყარ საფუძველს. ადამიანი თავის ,,მე“-ს განცდას პატარაობიდანვე ავითარებს. თუმცა პირველად მომწიფების ასაკში ცდილობს, გააზრებულად გასცეს პასუხი შეკითხვას - ,,ვინ ვარ მე“ ამ საფეხურისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობაა იდენტობა - როლების აღრევის საპირისპირო იდენტობას მისწრაფებების, შესაძლებლობების, რწმენისა და წარსულის ერთიანობა ქმნის. ის მოიცავს განსაზღვრულ არჩევანსა და გადაწყვეტილებებს ფასეულობების სამუშაოს, იდეოლოგიისა და სხვების მიმართ ვალდებულებების შესახებ. მოზარდები ვერ მოახერხებენ ყველა ამ ასპექტისა და არჩევანის ინტეგრაციის ან თუკი იგრზნობენ, რომ არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ, შეიქმნება როლის აღრევის საფრთხე.


სკოლის წლების შემდეგ:


ერიქსონის ზრდასრულობის სტადიების ყველა კრიზისი ადამიანებთან ურთიერთობის ხარისხთან არის დაკავშირებული. პირველი სტადია: ინტიმურობა- იზოლაციის საპირისპიროდ. ამ შემთხვევაში ინტიმურობა მოიაზრება, როგორც სასურველ ადამიანთან უფრო ღრმა ურთიერთობის დამყარების სურვილი. იმას, ვისაც ძლიერი იდენტობის გრძნობა არ აქვს, ეშინია,პიროვნულად მასზე ძლიერმა ადამიანმა არ დათრგუნოს ან არ ,,შთანთქას“. ამიტომ მან შეიძლება სიმარტოვე ამჯობინოს. მეორე სტადია: გენერაციულობა -სტაგნაციის საპირისპიროდ. გენერაციულობისთვის დამახასიათებელია სხვა პიროვნებისთვის ზრუნვა, რაც მოიცავს, როგორც შემდეგ თაობისთვის, ისე წინა თაობებისთვის ზრუნვას. თუმცა გენერაციულობა ხშირად გულისხმობს ბავშვების ყოლას და მათ გამოკვებას. მას უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს. პროდუქტიულობა და შემოქმედებითობა მისი არსებითი მახასიათებელია. ერიქსონისეული ბოლო სტადია: ეგოს ინტეგრაცია-სასოწარკვეთილების საპირისპიროდ. ინტეგრაციის მიღწევა ნიშნავს ,,მე“-ს კონსოლიდაციას და მისი უნიკალურობისა და აწ უკვე შეცვლელი ისტორიის სრულ მიღებას. ის, ვინც ვერ აღწევს ამ მდგომარეობას, სასოწარკვეთილებაში ვარდება.

ერიქსონის ნაშრომმა გააადვილა ცხოვრების მთლიანი ციკლის განვითარების გაგება. მისი თეორიები განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდობის გასაგებად, მაგრამ ფემინისტებმა გააკრიტიკეს მისი აზრი, რომ იდენტობა წინ უსწრებს ინტიმურობას. ფემინისტების კვლევის შედეგად, ქალებში ინტიმურობისა და იდენტობის მიღწევა ერთდროულად მიმდინარეობას (Miller,2002) და, როგორც შემდგომში ნახავთ, ახალი გამოკვლევები მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც ერიქსონს არ ჰქონდა სრულად შესწავლილი.


გამოყენებული ლიტერატურა:

განათლების ფსიქოლოგია, ანიტა ვულფოლკი, თავი 3 ,,პიროვნული,სოციალური და ემოციური განვითარება“,გვ 102 თბილის 2019 წ.

18 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now