ფსიქიკურ აშლილობათა კლასიფიკაცია

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის კრიტერიუმები

F00 - F09 ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით.

F10 - F19 ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F20 - F29 შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობანი.

F30 - F39 აფექტური აშლილობანი.

F40 - F48 ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი.

F50 - F59 ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგია.

F60 - F69 პიროვნული და ქცევითი დარღვევები (ფსიქოპათიები).

F70 - F79 გონებრივი ჩამორჩენილობა.

F80 - F89 ფსიქიკური განვითარების დარღვევები.

F90 - F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი.

F 99 დაუზუსტებელი ფსიქიკური აშლილობანი.

ორგანული წარმოშობის აშლილობანი, სიმპტომურ ფსიქიკურ აშლილობათა

ჩათვლით

(F00 - F09)

F00* დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს

F01 სისხლძარღვოვანი დემენცია

E02* დემენცია სხვა თავში მოყვანილი დაავადებების დროს

F03 დაუზუსტებელი დემენცია

F04 ორგანული ამნეზიური სინდრომი, რომელიც არ არის გამოწვეული ალკოჰოლით

ან სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებით

F05 დელირიუმი, რომელიც არ არის განპირობებული ალკოჰოლით ან სხვა

ნივთიერებებით

F06 თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა სომატური დაავადებით

გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი.

F07 თავის ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით, აგრეთვე სომატური

დაავადებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობები

F09 დაუზუსტებელი ორგანული და სიმპტომური ფსიქიკური აშლილობანი.

 

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი

აშლილობანი

(F10-F19)

 

F10 ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F11 ოპიოიდების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F12 კანაბინოიდების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F13 სედატიური და საძილე საშუალების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური

და ქცევითი აშლილობანი.

F14 კოკაინის მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F15 სხვა სტიმულატორების (კოფეინის ჩათვლით) მიღების შედეგად გამოწვეული

ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F16 ჰალუცინოგენების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F17 თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F18 აქროლადი გამხსნელებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

F19 სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური

ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.

 

შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი

(F20-F29)

 

F20 შიზოფრენია

F21 შიზოტიპური აშლილობა.

F22 ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი.

F23 მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობანი.

F24 ინდუცირებული ბოდვითი აშლილობა.

F25 შიზოაფექტური აშლილობანი.

F28 სხვა არაორგანული ფსიქოზური აშლილობანი.

F29 დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზი.

 

გუნებ-განწყობის [აფექტური] აშლილობანი

(F30-F39)

 

F30 მანიაკალური ეპიზოდი

F31 ბიპოლარული აფექტური აშლილობა.

F32 დეპრესიული ეპიზოდი

F33 რეკურენტული დეპრესიული აშლილობა

F34 გუნებ-განწყობის [აფექტური] ხანგრძლივი აშლილობანი.

F38 გუნება-განწყობის [აფექტური] სხვა აშლილობანი.

F39 გუნება-განწყობის [აფექტური] აშლილობა, დაუზუსტებელი

 

ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი

(F40-F48)

 

F40 შფოთვით-ფობიკური აშლილობანი.

F41 სხვა შფოთვითი აშლილობანი.

F42 ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

F43 რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები.

F44 დისოციაციური [კონვერსიული] აშლილობა.

F45 სომატოფორმული აშლილობები.

F48 სხვა ნევროზული აშლილობანი.

 

ქცევითი სინდრომები, დაკავშირებული ფიზიოლოგიურ დარღვევებთან და

ფიზიკურ ფაქტორებთან

(F50-F59).

 

F50 საკვების მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები.

F51 არაორგანული ხასიათის ძილის დარღვევები.

F52 სექსუალური დისფუნქცია, რომელიც არ არის გამოწვეული ორგანული

დარღვევით ან დაავადებით.

F53 ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობები, რომლებიც დაკავშირებულია მშობიარობის

შემდგომ პერიოდთან და არ არის კლასიფიცირებული სხვა თავებში.

F54 ფსიქოლოგიური და ქცევითი ფაქტორები, დაკავშირებული იმ აშლილობებთან

და დაავადებებთან, რომლებიც სხვა თავებშია კლასიფიცირებული.

F55 არანარკოტიკულ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება.

F59 დაუზუსტებელი ქცევითი სინდრომები, დაკავშირებული ფიზიოლოგიურ

დარღვევებთან და სომატურ ფაქტორებთან.

 

მოზრდილთა პიროვნული და ქცევითი აშლილობები

(F60-F69)

 

F60 სპეციფიური პიროვნული დარღვევები.

F61 შერეული და სხვა პიროვნული აშლილობები.

F62 ხანგრძლივი პიროვნული ცვლილებები, რომლებიც არ არის გამოწვეული ცნსის

დაზიანებით ან დაავადებით.

F63 ხასიათობრივი და იმპულსური აშლილობები.

F64 სქესის იდენტიფიკაციის აშლილობანი

F65 სექსუალური უპირატესობის აშლილობანი

F66 სექსუალურ განვითარებასთან და ორიენტაციასთან დაკავშირებული

ფსიქოლოგიური და ქცევითი აშლილობანი.

F68 მოზრდილთა პიროვნული და სხვა ქცევითი აშლილობანი.

F69 მოზრდილთა პიროვნული და ქცევითი აშლილობანი, დაუზუსტებელი.

 

გონებრივი ჩამორჩენილობა

(F70-F79)

 

F70 მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა.

F71 საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა.

F72 მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა.

F73 ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა.

F78 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.

F79 დაუზუსტებელი გონებრივი ჩამორჩენილობა.

ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები

(F80-F89). 

F80 მეტყველების სპეციფიური აშლილობა.

F81 სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიური აშლილობანი

F82 მოტორული ფუნქციის განვითარების სპეციფიური აშლილობა.

F83 განვითარების შერეული სპეციფიური დარღვევები.

F84 განვითარების ზოგადი აშლილობანი.

F88 ფსიქოლოგიური განვითარების სხვა აშლილობანი.

F89 ფსიქოლოგიური განვითარების დაუზუსტებელი აშლილობა.

 

ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური

აშლილობანი

(F90-F98)

 

F90 ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F91 ქცევის აშლილობები.

F92 ქცევისა და ემოციების შერეული აშლილობანი.

F93 ემოციური აშლილობები ბავშვებში.

F94 სოციალური ფუნქციონირების აშლილობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში

სპეციფიური დასაწყისით.

F95 ტიკები.

F98 სხვა ქცევითი და ემოციური აშლილობანი განვითარებული ბავშვებსა და მოზარდებში.

 

არასპეციფიური ფსიქიკური აშლილობა

(F99).

 

F99 ფსიქიკური აშლილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now