Search

რა არის ინტელექტი?

Updated: Jan 16


,,ინტელექტი არის ძალზე ზოგადი გონებრივი შესაძლებლობა, რომელიც, სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ლოგიკური მსჯელობის, დაგეგმვის, პრობლემათა გადაჭრის, აბსტრაქტული აზროვნების, რთული იდეების წვდომის, სწრაფად დასწავლისა და გამოცდილების მიღების უნარი".

ინტელექტი აზროვნების ინტეგრალური და მაღალდიფერენცირებული უნარია.

აზროვნების ქვეშ გაიგება ის კონკრეტული მოქემდება, რომელსაც ინტელექტის მატარებელი ადმიანი ახორიცელებს..


ინტელექტის სპეციფიკის საინტერესო გაგებას გვთავაზობს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ფ. კლიკსი. იგი აღნიშნავს ,,თუ სიტყვა აზროვნება აღნიშნავს პროცესს, მაშინ ინტელექტის ქვეშ ჩვენ ამ პროცესის თვისება უნდა გავიგოთ“.


ინტელექტი გონებრივი უნარია, ხოლო აზროვნება გონებრივი აქტივობა, გონებრივი პროცესი. აზროვნების პროცესში ხდება ინტელექტის აქტუალიზაცია.


ინტელექტის მოქმედება ორი მიმართულებით ხორციელდება: ერთი ესაა აზროვნება. ინტელქტი, აზროვნების პროცესში გადადის აქტუალურ მდგომარეობაში, ხოლო მეორე მხრივ საპირისპირო პროცესსაც აქვს ადგილი, აზროვნება გადადის ინტელექტში.

ინტელექტი (გონებრივი უნარი) და აზროვნება (გონებრივი აქტივობა) არ არიან ურთიერთისგან იზოლირებული. მათ შორის მუდმივი კავშირი და ურთიერთგადასვლაა: ინტელექტის ფორმირება აზროვნების შედეგად ხდება; სინამდვილის აქტიური ასახვის შედეგად, სოციალრი აქტივობის შედეგად ვლინდება და ურთიერთქმედებს აზროვნება.


აზროვნება გულისხმობს ახალი სააზროვნო სქემების, ჩვევების და მოქმედებების დაუფლებას. მაგრამ, როგორ ახერხებს ადამიანი დაიმახსოვროს, შეიმუშაოს და გაიგოს ახალ ლოგიკურ ფორმათა უსასრულო რიცხვი, რომლებიც ადრე მის გამოცდილებაში არ ყოფილა? ამის ასახსნელად აზროვნების საზღვრებს უნდა გავცდეთ და გადავიდეთ უფრო ღრმა სტრუქტურების შესწავლაზე. როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი აქვს ინტელექტს; სწორედ ინტელექტი შეიცავს ლოგიკური ინტერპრეტაციისთვის და ცნებათა შორის ღრმა ლოგიკური გაგებისთვის საჭირო ინფორმაციას.

ინტელექტი არ ამოიწურება აზროვნებით, იგი საგნობრივ მოქმედებასა და პრაქტიკულ საქმიანობაშიც რეალიზდება.

ინტელექტი არც ცნობიერებით ამოიწურება, თუმცა იგი ცნობიერების ყველა ფორმას უკავშირდება. შეიძლება ადამიანი ფლობდეს ინტელექტის რაღაც ცონეს, მაგრამ ცნობიერება არ გააჩნდეს. მაგალითად, იმბეცილს აქვს ინტელექტი (მართალია დეფექტური და პრიმიტიული), მაგრამ ცნობიერება არ გააჩნია. შეიძლება ვილაპარაკოთ ინტელექტზე (პრაქტიკული ინტელექტი, პრაქტიკული გონიერება) ესაა მხოლოდ ცხოველისთვის სპეციფიკური უნარები, რომლებსაც არ მივყავართ ცნობიერებამდე. მხოლოდ ადამიანს, რომელიც ჯამრთელი, საღი ტვინით დაიბადა და გაიზარდა სოციალურ გარემოში გააჩნია ცნობიერება.


ინტელექტი და საღი აზრი- ნივთთა შორის ურიერთკავშირის შემჩნევა, ჩაჭერა არის საღი აზრის არსი და ძირითადი ნიშანი. საღი აზრი არის გონების უნარი აღიქვას, შენიშნოს ჭეშმარიტება არა ლოგიკური არგუმენტების მეოხებით, არამედ ინსტიქტური იმპულსების წყალობით, რომლებიც მომდინარეობენ არა ცოდნა-განათლებიდან, არამედ უშუალოდ ინტელექტის ბუნებრივი ორგანიზაციიდან. როგორც აღნიშნაცს ჯ.კიკსი ,, საღი აზრი არის ადამიანის გამოცდილების ის ასპექტი, რომელიც მას ახასიათებს საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე. საღი აზრი არის ინტელექტის დონე, რომელიც რეალობის გრძნობაში ვლინდება. იგი არის იმ რეალობის გაცნობიერების შედეგი რომელშიც ადამიანი აარსებობს. ადამიანის ყოველდღიური , პრაქტიკული საქმიანობა საღი აზრის დონეზეა ინტერიორიზებული. იგი ადამიანის ინტელექტის უძველესი და უმტკიცესი ფორმაა. საღი აზრი კონკრეტული სიტუაციებისადმი დიდი პლასტიკურობით გამოირჩევა. როგორც აღნიშნავენ პათოფსიქოლოგები და ნეიროფიზიოლოგები, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანება იწვევს დარღვევას, რომელიც საღი აზრის დონეს ეხება. ამ დროს ხდება იმ ლოგიკურ-სემანტიკური კავშრების ბლოკირება, რომლებსაც საღი აზრი ახორციელებს. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი საილუსტრაციოდ იყენებს სიტყვების ასეთ წყობას. ,,უფერო მწვანე იდეებს გაბრაზებით სძინავთ: აქ, სახეზეა სიტყვათწყობის აზრობრივი შეუსაბამობა, თუმცა გრამატიკული წყობა სწორია.საღი აზრი ადამიანს იცავს ამგვარი აბსურდული აზრობრივი სქემებისგან.


ინტელექტი და განსჯა - განსჯა არის ინტელექტის დონე, რომელიც ცოდნის სისტემითაა გაშუალებული. მის საფუძველს შეადდგენს მეცნიერული და პრაქტიკული ცოდნა. მასში ასიმილირდება ის კანონები და ხერხები, წესები, ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოებაში ადამიანთა ურთიერთობას. განსჯა არის ინტელექტის დონე, რომელიც ცოდნის სისტემითაა გაშუალებული. მის საფუძველს შეადგენს მეცნიერული და პრაქტიკული ცოდნა, მასში ასიმილირდება ის კანონები, ხერხები წესები ნორმები რომლების განსაზღვრავენ საზოგადოებაში ადამიანთა ურთიერთობას. განსჯაში ასახულია ადამიანის შედარებით მყარი და შემოწმებული ცოდნა. იგი ლოგიკური კანონზომიერების შესაბამისად მოქმედებს. მისი მოქმედება წააგავს კომპიუტერის მოქემდებას იგი ადამიანის ინტელექტის კომპიუტერული დონეა, რომელიც მოქემდებს სწრადად ავტომატურ რეჟიმში დამუშავებული სქემებისა და დადგენილი წესების შესაბამისად.


ინტელექტი და გონი - გონი არის ინტელექტის გამოვლენის უმაღლესი დონე, უმაღლესი გონებრივი უნარი, ინტელექტის უმაღლესი ფორმა. ბიბლერი მას განიხილავს როგორც შემოქმედებბით ძალას, როგორც ადამიანის აზროვნების პოტენციურ მდგომარეობას. გონი ეფუძნება ინტუიციას. გონი, განსჯისგან განსხვავებით, ( რომელიც ვერ ეგუება წინააღმდეგობებს) , წინააღდმეგობას იყენებს განვითარებისთვის. წინააღმდეგობები გონისათვის განვითარების წყაროა, გონისთვის დამახასიათებელის მიზნის ნათელი გაცნობიერება, მომავლისაკე მიმართულებადა წინასწარ განჭვრეტა.

ამრიგად, ინტელექტი უნდა განვიხოლოდ როგორც ირეარქიული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დონეებს; იგი ამ ქვესტრუქტურათა სუბორდინაციის პრინციპით არსებობს,სადაც ერთი სფერო, ერთი დონე მეორე უფრო ღრმა სფეროშია (დონეშია) შერწყმული და გვირგვინდება ადამიანის უმაღლესი ფორმით-გონით. ეს დონეები დიფერენცირებულად მუშაობენ, მაგრამ ერთმანეთს შეაპირობებენ და რთულ ურთიერთობაში არსებობენ.


ინტელექტი როგორც ფსიქოლოგიური კვლევის საგანი


ფსიქოლოგიაში ინტელექტის ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო ფ.გალტონისა, ა. ბინეს და ტ. სიმონის გამოკვლევებით. ეს მკვლევარები ცდილობდნენ ტესტების მეშვეობით გაეზომათ, შეეფასებინათ გონებრივ პროცესთა ბუნებრივი ფონი, დმოუკიდებელი,როგორც ცოდნისგან, ასევე სოციალურ-კულტურული გარემოსგან.

შემდგომში, ინტელექტი განიხილებოდა იმ პოზიციების თვალსაზრისით, რა პოზიციებზეც იდგა ესა თუ ის ფსიქოლოგიური მიმდინარეობა.

გეშტალტფსიქოლოგიისთვის ინტელექტი აღქმის მახასიათებლის და აღქმის შესაძლებლობების როლშია წარმოდგენილი.

ბიჰევიორიზმი მას განიხილავს როგორც ადაპტური ქცევების უნარს.

ვიურცბურგის სკოლა ინტელექტს აბსტრაქტულ აზროვნებასთან აიგივებს.

ცნობილმა შვეიცარიელმა მეცნიერმა, ჟ.პიაჟემ, შემოგვთავაზა ინტელექტის ოპერაციონალური თეორია.

წამყვანი ადგილი ამ თვალსაზრისებიდან დაიჭირა მაინც ბინე სიმონის თეორიამ და ინტელექტის რაოდენობბრივი გამოხატვის მათეულმა მეთოდმა დიდი გავრცელება ჰპოვა. შემოტანილ იქნა მაჩვენებელი, რომელიც ინტელექტის დონეს გამოხატავს და ეწოდა ინტელექტის IQ კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი შემოგვთავაზა აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუის ტერმენმა. იგი გამოხატავს გონებრივი ასაკის ფარდობას ქრონოლოგიურ ასაკთან.

ამრიგად, ინტელექტის ცნება ფსიქოლოგიაში დაუკავშირდა გაზომვით პროცედურებს, რომლებიც ტესტებით ტარდებოდა და ფსიქოლოგთა აზრით, თანდაყოლილ გონებრივ პოტენციალს, პიროვნების გენეტიკურ პოტენციალს აფასებდა. ამგვარი ბიოგენეტიკური თვალსაზრისის ალტერნატიული პოზიცია, რომლის მიხედვით, გონებრივი დაჯილდოვებულობის კოეფიციენტი სოციალურ-კულტურული ფაქტორითაა განპირობებული.


ინტელექტის შემდგომმა კვლევებმა ფსიქოლოგები გაიყვანა ინტელექტუალური უნარების ახალ დონეზე, რომელსაც კრეატიულობა უწოდეს.


ეს ცნება მთელ რიგ მახასიათებლებს გულისხმობს. როგორიცაა: მოქნილობა, სიმკვირცხლე, აზროვნების ორიგინალობა, ახალი პრობლემისადმი მგრძნობელობა, გამოცდილების მიღებისადმი ღიაობა, და ა.შ. შემდგომ ეს მახასიათებლები გაერთიანდნენ დივერგენტული (შემოქმედებითი) აზროვნების ცნებაში. განსხვავებით კონვერგენტული, რეპროდუქტული აზროვნებისაგან. კონვერგენტული აზროვნება განსაზღვრავს სწავლების პროცესში ჩვევების და ცოდნის შეძენის მოცულობას. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით ამ დონითააა განსაზღვრული წარმატება სწავლაში.


კრეატიულობის ძირითადი მახასიათებლები ინტელექტის უმაღლეს, შემოქმედებით ფორმასთან, გონთანაა დაკავშირებული.


უახლესი თვალსაზრისის გვერდით ,რომელიც თვლის, რომ ინტელექტი სოციალურ-კულტურული ფაქტორით შეპირობებული ცვლადია, ფსიქოლოგიაშ არსებობას განაგრძობს თვალსაზრისი , რომ არსებობს თანდაყოლილი გონებრივი უნარები და იგი შეიძლება ტესტებით გაიზომოს.


ინტელექტზე დიდ ზეგავლენას ახდენს ტვინის სუბსტრატის ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ორგანიზაცია. სერიოზული გენეტიკურო დარღვევებისას ,რომლებიც თავის მხრივ , იწვევენ ნეიროფიზიოლოგიურ სუბსტრატის ცვლილებას და გარკვეულ ბიოქიმიუ დარღვევებს, ისევე , როგორც საჭირო სოციალური გარემოს არარსებობისას,-ინტელექტის განვითარებისთვის სერიოზული საფრთხე აღმოცენდება.

ასეთ გენეტიკურ დარღვევებს მიეკუთვნება ქრომოსომული და მონოგენური დარღვევები, რომლებიც იწვევენ, თავის მხრივ ბიოქიმიურ დარღვევებს. ტვინის სუბსტრატის ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ორგანიზაცია ინტელექტის ფორმირების აუცილებელი პირობაა. მაგრამ, გეენტიკური მონაცემების შეფარდებითად ერთგვარობის შემთხვევაში წინა პლანზე წამოიწევა სოციალური გარემოს როლი და მნიშვნელობა.


რომელი ფაქტორია უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიაში ამ საკითხზე არ არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ამ მხრივ საინტერესოა ტყუპების მეთოდით ჩატარებული დაკვირვებანი. თუ სხვადასხვა სოციალურ გარემოში გაზრდილი ტყუპები განსხვავებული IQ მაჩვენებლით ხასიათდებიან მაშინ სოციალური გარემო უნდა ჩავთვალოთ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად. ხოლო თუ IQ -ს მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია გენეტიკური ფაქტორი ყოფილა გადამწყვეტი. ამ მეთოდით ჩატარებული ცდების დაკვირვების შედეგები საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა. ზოგიერთი გამოკვლევა მიუთითებს გენეტიკური ფაქტორის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, ზოგი კი პირიქით.


მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, დღეს ფსიქოლოგიაში უფრო დომინირებულია ბიოგენეტიკური თეორიები, რომლებიც ადამიანის ინტელექტის გენეტიკურ განსაზღვრულობას აღიარებენ.


წყარო: კოგნიტური ფსიქოლოგია - მარინა კაკიაშვილი, რა არის ინტელექტი, 2019 თბილისი .




23 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now