Search

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა)


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) არის ფსიქიკური აშლილობა,

რომელსაც ახასიათებს განმეორებითი, რეციდიული, აკვიატებული აზრები _

ობსესიები და აკვიატებული მოქმედებები _ კომპულსიები.

ტერმინოლოგია


• ობსესია (ლათ. ობსესსიო _ ბლოკადა, ალყა, გარშემორტყმა). იგულისხმება

ინდივიდის ნების გარეშე მის ცნობიერებაში აღმოცენებული

აკვიატებული აზრები, გრძნობები, წარმოდგენები, რომლებიც

სტერეოტიპული ფორმით მეორდება გონებაში. თან ახლავს კრიტიკული

დამოკიდებულება და მათი ავადმყოფური წარმოშობის განცდა;


• კომპულსია (ლათ. ჩომპელლო _ ვაიძულებ). იგულისხმება დაუძლეველი

აკვიატებული ლტოლვა რაიმე მოქმედებისაკენ, რომელიც აღმოცენდება

გონების, ნების, გრძნობის საწინააღმდეგოდ და ინდივიდის მიერ

შეიცნობა, როგორც არასწორი, მიუღებელი, რის გამოც მისი რეალიზება

არ ხდება. იგი ხშირად წინააღმდეგობაშია ინდივიდის მორალურ-ეთიკურ

დაყენებებთან. უფრო ფართო გაგებით - მოძრაობითი სფეროს

ნებისმიერი აკვიატება, მათ შორის _ აკვიატებული რიტუალები;


• რიტუალი _ იგულისხმება აკვიატებული ჩვევა, რომლის დანიშნულებაა

თითქოსდა მომავალი საფრთხის თავიდან აცილება, შიშის დაძლევა.

ხშირად მოწყვეტილია შიშის რეალურ სურათს და ატარებს სიმბოლურ

ხასიათს.



ისტორიული მიმოხილვა კლინიკურ ფსიქიატრიაში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების მსგავს

ფსიქოპათოლოგიურ ფენომენთა აღწერა სათავეს XVII საუკუნეში იღებს. მათი

პირველი აღწერა ეკუთვნის 1617 წელს პლატერს. შემდგომში 1621 წელს

ბარტონის მიერ აღწერილი იყო “სიკვდილის აკვიატებული შიში”. ესკიროლმა

1827 წელს აღწერა მსგავსი ფენომენები და უწოდა მათ “აზრთა მერყეობის

ნევროზი”. შემდგომში ამ მოვლენის შესწავლა განვითარდა ბალინსკის (1858)

მიერ “აკვიატებული წარმოდგენების” აღწერისას და მორელისა და მანიანის

შრომებში. 1866 წელს მორელმა აკვიატებულ აზრებს უწოდა “ემოციური

ბოდვები”; მანიანი თვლიდა, რომ ამ პათოლოგიის საფუძველს წარმოადგენს

ტვინის ანომალური განვითარება, რაც იწვევს “დეგენერაციის ეპიზოდურ

გამოვლინება”-ს. 1877 წელს ვესტფალმა ხაზი გაუსვა აკვიატებული

აშლილობების თავისებურებას, როდესაც პიროვნების ნების გარეშე,

ცნობიერებაში ამოტივტივდება აკვიატებული აზრები და მიუხედავად იმისა,

რომ ამ აზრთა უცნაურობა კრიტიკულად ფასდება პიროვნების მიერ, მას არ

ძალუძს მათი თავიდან მოცილება. შემგომში აკვიატებული მდგომარეობები

აღწერა ფრანგმა მეცნიერმა პიერ ჟანემ, გამოყო რა ისინი ყველა სხვა

ნევროზული აშლილობებისაგან და უწოდა “ფსიქასთენია”. აკვიატებულ

აშლილობათა გაერთიანება ერთი დაავადების _ ფსიქასთენიის ქვეშ, ჟანეს

დიდი ავტორიტეტის გამო, დიდი ხნით გაბატონდა საფრანგეთსა და მსოფლიო

ფსიქიატრიაშიც. მომდევნო პერიოდში გერმანულ ფსიქიატრიაში კვლავ მოხდა

ამ ფენომენთა შესწავლა და სიმპტომოკომპლექსმა მიიღო “აკვიატებულ

მდგომარეობათა ნევროზის” სახელი. ინგლისურ ენაზე აკვიატება

ითარგმნებოდა “ობსესიად”, ამიტომ ინგლისურენოვან ფსიქიატრიაში ამ

ფენომენებს უწოდეს “ობსესიური ნევროზი”. ამერიკელმა ფსიქიატრებმა

უპირატესობა მიანიჭეს აკვიატების აღმნიშვნელ სინონიმს “კომპულსიას” და ამ

სიმპტომოკომპლექსს დაარქვეს “კომპულსიური ნევროზი”. მრავალი წლის

განმავლობაში ინგლისელი ფსიქიატრები თვლიდნენ, რომ ამ აშლილობების

ძირითადი მახასიათებელი იყო აკვიატებული აზრები _ იდეატორული

კომპონენტი, მაშინ როდესაც ამერიკული ფსიქიატრია წამყვან პათოლოგიად

მიიჩნევდა აკვიატებულ მოქმედებებს _ ქცევით აშლილობას. შემდგომში ეს

ორი კომპონენტი გაერთიანდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. თანამედროვე ფსიქიატრიაში დამკვიდრდა

აზრი, რომ “ობსესიები”, ისევე როგორც “კომპულსიები” წარმოადგენენ ერთი

და იგივე პათოგენეზის და სტრუქტურის მქონე სიმპტომოკომპლექსს, რომელიც

გამოვლინდება ერთ შემთხვევაში იდეატორულ, ხოლო მეორე შემთხვევაში -

ნებით სფეროში. ეპიდემიოლოგია


· ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტები შეადგენენ იმ

კონტინგენტის 1%-ს, რომელიც მკურნალობს ფსიქიატრიულ

დაწესებულებებში. ქალებში დაავადება გვხვდება რამდენადმე უფრო

ხშირად (გენდერული თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებში 1.5:1);


· სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ობსესიურ-კომპულსიური

აშლილობის მქონე პაციენტთა ინტელექტი, ჩვეულებრივ, საშუალოზე

მაღალია. 60-70% შემთხვევებში აშლილობა ვითარდება გარკვეული სტრესის

შემდეგ, მაგ.: ორსულობა, სექსუალური პრობლემები, ახლობელი ადამიანის

სიკვდილი. შემთხვევათა ნახევარში აღინიშნება მწვავე დასაწყისი


· ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოკა შედის იმ 10 დაავადების

რიცხვში, რომელიც იწვევს ფუნქციონირების მკვეთრ შეზღუდვას და

მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე

დასწავლის და შრომის უნარის დაქვეითების, სამუშაო ადგილის

შენარჩუნების, უმუშევრობის და, აქედან გამომდინარე დაბალი

შემოსავლების გამო (


· ოკა-ს დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი ობსესიების და

კომპულსიების ჩამონათვალი წარმოდგენილია ცხრილის სახით: ობსესიის სახე (პროცენტი)

· ვირუსით (მაგ. HIV-ით), ბაქტერიებით დასნებოვნების

ან ჭუჭყით, წებოვანი ან ქიმიური ნივთიერებებით,

ფეკალური მასებით დაბინძურების შიში 35.8%


· მატერიალური ზიანის მიყენების შიში (მაგ.: კარის

საკეტი საიმედო არ არის) 23.6%


· წესრიგის, სიმეტრიულობის დაცვაზე გადაჭარბებული

ზრუნვა 10.0%

· აკვიატებული აზრები სხეულის ფორმის ან სხვა

რაიმე ფიზიკური სიმპტომის შესახებ 7.2%


· რელიგიური, ერეტიკული და მკრეხელური შინაარსის

აზრები 5.9%


· სექსუალური შინაარსის აზრები (მაგ.: თითქოს არის

პედოფილი ან ჰომოსექსუალი) 5.5%


· აზრები (ან დაუძლეველი სურვილი) უსარგებლო

ნივთების კოლექციონერობის ან საკუთრი ქონების

განადგურების შესახებ 4.8%


· ძალადობრივი ან აგრესიული აზრები (მაგ.: ბავშვის

დაჭრის აკვიატებული აზრი) 4.3%


კომპულსიის სახე პროცენტი · გადამოწმებები (მაგ.: კარების საკეტის, გაზქურის) 28.8%


· რეცხვა, დასუფთავება 26.5%


· განმეორებითი მოქმედებები 11.1%


· მენტალური კომპულსიები (მაგ.: სპეციალური

სიტყვების ან ლოცვების გარკვეული თანმიმდევრობით

გამეორება) 10.9%


· სიმეტრიულობის დაცვა ნივთების დალაგებისას 5.9%


· კოლექციონერობა/დაგროვება 3.5%


· აკვიატებული თვლა 2.1%







წყარო:


კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია

(გაიდლაინი)

37 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now